ქართულმა კრივმა მორიგ საამაყო შედეგს მიაღწია, საქართველოს ერთდროულად ევროპის 2 ჩემპიონი ჰყავს, მათგან ერთ-ერთი ახალქალაქელი გორ აივაზიანია.
სოფიაში გამართულ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩემპიონები კრივში გორ აივაზიანი (51 კგ) და დემურ ქაჯაია (63,5 კგ) გახდნენ. საქართველოში ეროვნული ნაკრების შედეგი ისტორიულად ითვლება.
ფინალში აივაზიანმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ალბანელი მოკრივე დაამარცხა, დემურ ქაჯაიამ კი – მოლდაველი მეტოქე და ასევე, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა.
შესაბამისად, იმ დღეს ბულგარეთის დედაქალაქში საქართველოს ჰიმნი ორჯერ აჟღერდა.
საბოლოოდ, საქართველოს კრივის ახალგაზრდული ნაკრები შინ 6 მედლით დაბრუნდა.
გორ აივაზიანი – 51 კგ – ოქრო
დემურ ქაჯაია – ოქრო 63,5
თათია ბუკია – 75 კგ – ვერცხლი
თამარ სამელია – 48 კგ – ბრინჯაო
გოჩა გორდულავა – 60 კგ – ბრინჯაო
საბა კვინიკაძე – 75 კგ – ბრინჯაო
მოკრივეები სახლში დღეს ღამით დაბრუნდებიან.