ორთაბრძოლების შედეგად ახალქალაქელმა სპორტსმენმა არტიუშ გომციანმა პოლონეთის წარმომადგენელი დაამარცხა და ევროპის თამაშების მეოთხედფინალში გავიდა.
2023 წლის ევროპული თამაშები პოლონეთში 21 ივნისიდან 2 ივლისამდე გაიმართება. საქართველოს ნაკრების წევრებს შორის ახალქალაქის სპორტული კომპლექსის ორი სპორტსმენი, არტიო იორდანიანი და არტიუშ გომციანი არის.
ორივე სპორტსმენის ორთაბრძოლა 27 ივნისს გაიმართა: არტიომ იორდანიანი მეტოქესთან დამარცხდა და შეჯიბრს გამოეთიშა, არტიუშ გომციანმა კი გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.
გომციანი მე-3 ადგილისა და ნახევარფინალისთვის იბრძოლებს. გამარჯვების შემთხვევაში გარანტირებულ მე-3 ადგილს და პარიზში დაგეგმილ 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებს.
კრივში 22 კვოტა მამაკაცები და 22 კვოტა ქალები მონაწილეობენ. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში, რომელშიც არტიუშ გომციანი გამოდის, 4 კვოტი თამაშდება, ხოლო 92 კგ წონით კატეგორიაში, რომელშიც არტიომ იორდანიანი ასპარეზობდა, 2 კვოტი.
კრაკოვში ისტორიაში მესამე ევროპული თამაშები ტარდება. პირველი 2015 წელს ბაქოში გაიმართა, მეორე – მინსკში 2019 წელს. 48 ქვეყნიდან 7 000 სპორტსმენი სპორტის 29 სახეობაში პრიზებისთვის იბრძოლებს.