ბათუმში კრივის ჩემპიონატი გრძელდება, რომელშიც 11 ახალქალაქელი სპორტსმენი მონაწილეობს.კონკურსის მესამე დღეს ზრდასრულთა კატეგორიაში არმენ გრიგორიანი, არტიუშ გომციანი, ნაირ მელიქიანი და არშაკ ელიზბარიანი იასპარეზებენ.
ორთაბრძოლებს პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ საქართველოს კრივის ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე უყუროთ.
31 იანვარს არტიუშ გომციანმა და ვიგენ პილოსიანმა მეტოქე 5:0 დაამარცხეს, 1-ელ თებერვალს კი ვიგენ პილოსიანი და ედუარდ სტეპანიანი ორთაბრძოლებში დამარცხდნენ და შეჯიბრს გამოეთიშნენ.
30 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით საქართველოში კრივის ჩემპიონატი ტარდება, რომელშიც ახალქალაქელი სპორტსმენებიც მონაწილეობენ.
ჩემპიონატში ახალქალაქიდან 11 სპორტსმენი ასპარეზობს, ახალგაზრდებში – 5 (17-18 წლები), მოზრდილებში – 6 (18 წელზე მეტი). როგორც სპორტსმენების მწვრთნელმა ატომ ელიზბარიანმა აღნიშნა, წელს ყველა მონაწილე სხვადასხვა ჩემპიონატებისა და ტურნირების პრიზიორი და გამარჯვებულია.
ახალგაზრდულ კატეგორიაში:
გორ აივაზიანი (54 კგ-მდე), ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის მედალოსანი
სამველ ღაზარიანი (80 კგ-მდე), ევროპის მედალოსანი
ვიგენ პილოსიანი (71 კგ-მდე), საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული
პავლიკ ეგოიანი (86 კგ-მდე), საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული
სტეპანიან ედუარდი (63 კგ-მდე), საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული
ზრდასრულთა კატეგორიაში:
არტიუშ გომციანი (60 კგ-მდე), ევროპის მოქმედი ჩემპიონი
არტემ ჟორდანიანი (92 კგ-მდე), საქართველოს ნაკრების წევრი, ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული
არშაკ ელიზბარიანი (75 კგ-მდე), ევროპის ჩემპიონატის მონაწილე, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული, საქართველოს ნაკრების წევრი.
არამ ხრიკიანი (57 კგ-მდე), საქართველოს ჩემპიონი
არმენ გრიგორიანი (60 კგ-მდე), საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული
ნაირ მელიქიანი (71 კგ-მდე), სომეხი ჩემპიონი MMA-ში