დღეს, 14 სექტემბერს, ახალქალაქში საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის მორიგი თამაში გაიმართა. “აბულმა” თბილისის “ნორჩი დინამო 2016”-ს უმასპინძლა.
მატჩი “აბულის” სასარგებლოდ ანგარიშით 3:1 დასრულდა. ერთი გოლი რაფიკ პალოიანმა გაიტანა, ორი კი რაფაელ დარბინიანმა.
მომდევნო თამაში 22 სექტემბერს თბილისში გაიმართება, “აბული” “ვარკეთილი-2”-ს შეხვდება.
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე სეზონი მიმდინარეობს, ახალქალაქის გუნდი პირველ პოზიციაზეა.