ხვალ, 29 სექტემბერს, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე, “აბული” საკუთარ მოედანზე ძალებს თბილისის გუნდ “ვაზისუბნის” წინააღმდეგ მოსინჯავს.

საფეხბურთო მატჩი 16:00 საათზე გაიმართება.

ეს ჩემპიონატის მე-14 თამაშია.

ამ მატჩამდე “აბული” თბილისის გუნდ “ირაოსთან” თამაშობდა, მატჩი ფრედ დასრულდა.