22 აპრილს მედიის განვითარების ფონდმა (MDF), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახალქალაქში დოკუმენტური ფილმის „მე და ევროპა“ ჩვენება და განხილვა გამართა. საქართველოდან ოთხი ისტორია აერთიანებს მრავალფეროვნებას, თავისუფლებას, თანასწორობას, დემოკრატიას. ფილმის ნახვის შემდეგ დისკუსიაში სცენარისტი ქეთი დევდარიანი მონაწილეობდა..

6

Devdariani

გიორგი ქველიძის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა, საქართველოს 4 რეგიონში: კახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და იმერეთში გადაღებულ ოთხ ამბავს აერთიანებს და ევროპასთან საქართველოს საერთო ღირებულებებზე – მრავალფეროვნებაზე, თანასწორობაზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე – 4 ადამიანის პერსპექტივიდან მოგვითხრობს.

„ამჟამად ჩვენ ჩამოვედით ახალქალაქში ფილმის ჩვენებისთვის. ჩვენების შემდეგ ჩატარდება განხილვა. ძალიან მადლობელი ვართ, რომ ამდენი ახალგაზრდა დაინტერესდა ფილმით და მოვიდა დღეს. ფილმის ჩვენება და განხილვა ასევე გაიმართება თბილისსა და საქართველოს 8 რეგიონში“, – განაცხადა მედიის განვითარების ფონდის დამფუძნებელმა-დირექტორის მოადგილემ მაკო ჭილაშვილმა.

5

კახეთის სოფელ უდაბნოში მეცხვარე და მზარეული ირაკლი გიყვება, თუ როგორ შეუძლია მრავალფეროვან საზოგადოებას ჩვენი ცხოვრების გამდიდრება.

რაჭაში თენგიზი, რადიომიმღებების საკუთარი კოლექციით, საზღვრებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.

3

გურიაში ეცნობით ლანჩხუთის გოგონათა საფეხბურთო კლუბს, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება პირველად შეძლო და რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს.

იმერეთში ვხვდებით აქტიურ მოქალაქეებს, აკაკის და ლეონორს, რომლებიც ახალგაზრდებთან ერთად ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრების „მწვანე“ წესის დასამკვიდრებლად და უკეთესი მომავლის შესაქმნელად მუშაობენ.

4

საინფორმაციო კამპანიის “მე და ევროპა” ფარგლებში მედიის განვითარების ფონდი (MDF) აღნიშნული ფილმის ჩვენება-დისკუსიას თბილისაა და საქართველოს 8 რეგიონში გამართავს (მარტი-ოქტომბერი): კახეთი (ყვარელი), სამცხე ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი), ქვემო ქართლი (მარნეული), იმერეთი (ქუთაისი), აჭარა (ბათუმი, ხულო), გურია (ლანჩხუთი) და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე (ამბროლაური).

2

ამასთან, პროექტის ფარგლებში მედიის განვითარების ფონდი გამოაცხადებს ბლოგების/ვლოგების კონკურსს, რომლის გამარჯვებულები 11 ივლისს მედიაწიგნიერების საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან. ბანაკის მონაწილეები ასევე შეირჩევიან დისკუსიაში მონაწილეთა ყველაზე აქტიურ ახალგაზრდებს შორის. 4 დღიანი საზაფხულო ბანაკის მონაწილეები ესპანური და ქართული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების – “მალდიტასა” და “მითების დეტექტორის” ერთობლივ, ინტენსიურ მედია და ინფორმაციული წიგნიერების ტრენინგს გაივლიან და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის და მათი ფლაგმანური პროექტის EUvsDisinformation-ის გამოცდილებასაც გაეცნობიან.

7

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

მედიის განვითარების ფონდი 2008 წელს შეიქმნა და დღეს დეზინფორმაციის კვლევის, მედიის მონიტორინგისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით წამყვანი ადგილობრივი ორგანიზაციაა.

1

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა არის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) და ბრიუსელში მომუშავე ევროკომისიის წარმომადგენელი სტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში ევროკავშირისა და მისი მოქალაქეების წარმოდგენაში, კავშირებისა და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. წარმომადგენლობის როლი არის საქართველოში ევროკავშირის წარმოდგენა, ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაცია და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განმტკიცება.