2023 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, მართვის მოწმობის აღებისთვის ან სხვა დოკუმენტებთან დაკავშირებული ოპერაციების შესასრულებლად ახალქალაქის მომსახურების სააგენტოს ფილიალი იმუშავებს კვირაში ორ დღეს, პარასკევს და ხუთშაბათს. ასევე დაემატა ახალქალაქში გაწეული აგენტური მომსახურება. თუმცა, 2024 წლის იანვრიდან ახალქალაქში მცხოვრებლებს ხუთშაბათობით არ ემსახურებიან.
ახალქალაქის მოსახლეობამ Jnews-ს აცნობა, რომ წელს არაერთხელ დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის ფილიალს, თუმცა ხუთშაბათობით არ ემსახურებიან, თანამშრომლები ადგილზე არ იმყოფებოდნენ.
ერთ-ერთი ქალაქელი ხუთშაბათს ელოდებოდა, რომ მანქანა დაერეგისტრირებინა, მაგრამ ახალქალაქში მისი რეგისტრაცია ვერ შეძლო და იძულებული გახდა ახალციხეში წასულიყო.
დახმარებისთვის შსს მომსახურების სააგენტოს ონლაინ ოპერატორს მივმართეთ, მან დაგვიდასტურა, რომ მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის ფილიალი მომსახურებას მხოლოდ პარასკევს ახორციელებს, თუმცა ჩვენს მოთხოვნაზე ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მოსახლეობა მართვის მოწმობის აღებისთვის ან სხვა დოკუმენტური ოპერაციების შესასრულებლად თითქმის ყოველთვის მიდის ახალციხეში ან სხვა ქალაქებში, ხოლო ახალქალაქში პარასკევობით სააგენტოს შენობაში ქაოსია, დიდი რიგები წარმოიქმნება.