117 ცალი ლითონის ნაგვის ურნის შესაძენად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 198 666 ლარი გამოყო. ახალი ურნები ახალქალაქსა და მუნიციპალიტეტის სოფლებს გადაეცემა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ 117 ცალი 1100 ლიტრიანი რკინის ნაგვის ურნის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კუთვნილი პლასტმასის 76 სანაგვე ურნა დაზიანდა. მიუხედავად იმისა, რომ პლასტმასის ნაგვის ურნები იაფია, ისინი არ არის მდგრადი. სწორედ ამიტომ ყიდულობს მერია ლითონის სანაგვე ურნებს. მერიამ დაზიანებული პლასტმასის ნაგვის ურნები გასაყიდად გამოიტანა, დაახლოებით 2800 კგ. პირველივე ცდაზე გაყიდვა ვერ მოხერხდა, მისი შეღავათიან ფასად ხელახლა გატანაა დაგეგმილი.
ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორის რსტაკიან მხითარის თქმით, ახალი ლითონის ნაგვის ურნები ქალაქსა და სოფლებში დამონტაჟდება.
„ჩვენ დავამატებთ ახალქალაქის იმ ადგილებში და სოფლებში, სადაც ცოტაა და უკვე გავზრდით სოფლების რაოდენობას, საიდანაც ნაგვის გადასახადს ვაგროვებთ. არ ვამონტაჟებთ მხოლოდ დიდ სამსარში, პატარა სამსარში, მოდეგამსა და აბულში“,-თქვა სერვის ცენტრის დირექტორმა რსტაკიან მხითარმა.
ნაგვის გატანის საფასური ამჟამად ახალქალაქის 18 სოფელში გროვდება.