ახალქალაქში სასწრაფო დახმარების ახალი შენობის მშენებლობა ხელისუფლების 2019-2020 წწ. პროგრამაშია შეტანილი. თავდაპირველად მშენებლობისთვის ტერიტორია არ იყო, ახლა უკვე ეს პრობლემაც მოგვარდა. სასწრაფო დახმარების ახალი შენობის ცენტრი საავადმყოფოსთან აშენდება. მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთი უკვე გამოყოფილია.
როგორც ახალქალაქის რაიონის სასწრაფო დახმარების ცენტრის მენეჯერი, ერემ ეზოიანი ამბობს, ცენტრის ახლანდელი პრობლემა – შენობის არქონაა.
“ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა არის ახალი შენობა, არსებული შენობა გამოსაყენებლად უვარგისია. მივედი და მერს დაველაპარაკე, მან თქვა, რომ ამ საკითხით დაინტერესდებიან”, – ამბობს ერემ ეზოიანი.
მერი იურიკ უნანიანი აღნიშნავს: “პროექტი გვაქვს, მიწის საკითხი უკვე მოვაგვარეთ, პროექტი დაფინანსების მისაღებად 15-20 დღის წინ წარვადგინეთ, როგორც კი დამტკიცდება ფინანსირება, ტენდერს გამოვაცხადებთ და მშენებლობას დავიწყებთ. მთელ ქვეყანაში დავრჩით მხოლოდ ჩვენ”, – ამბობს ახალქალაქის მერი.
იურიკ უნანიანის თქმით, რაიონის გეოლოგიურ-ტოპოგრაფიული ფოტოგადაღება დასრულებულია.
აღსანიშნავია, რომ სასწრაფო დახმარების ახალი შენობის მშენებლობა რეგიონალური განვითარების ფონდის სახსრებით განხორციელდება.
2019 წელს, საქართველოში, 300 ამბულატორიის შენობის გარემონტების, 100-ზე მეტი ამბულატორიისა და სასწრაფო დახმარების 40 ცენტრის მშენებლობის პროგრამა ამოქმედდა. აღნიშნული პროექტისთვის 20 მილიონი ლარი გამოიყო. პროექტში ჩართულია ყველა მუნიციპალიტეტი.
ინფორმაციის მისაღებად, თუ ახალქალაქში სასწრაფო დახმარების ახალი შენობის ასაშენებლად როდის გამოყოფენ თანხას და როდის გამოცხადდება ტენდერი, Jnews-მა საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდს მიმართა და პასუხს ელოდება.