2021 წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოები როგორც ახალქალაქის სოფლებში, ასევე ქალაქშიც განხორციელდა, რომელნიც სხვადასხვა ფონდებიდან, სახელმწიფო სახსრებიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
რეგიონული განვითარების ფონდიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში 4750 467 ლარის სამუშაო განხორციელდა. აქედან თანადაფინანსება 4 456 943 ლარია, ხოლო 293 524 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
რეგიონული განვითარების ფონდის პროექტები 93-95%-ით და მინიმუმ 5%-ით ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტში სულ 7 პროექტი განხორციელდა, საიდანაც 5 დასრულდა, 1 მიმდინარეობს და 1-მა პროექტმა უარყოფითი შედეგი გამოიღო.
რეგიონული ფონდის პროექტები:
1. ახალქალაქი-კარწახის გზიდან ვაჩიანი-ოკამი-აზმანა-ქარცეფი-
2. ალათუმანი-ბეჟანოს გზის რეკონსტრუქცია.
I ეტაპი 2020 – 225 000 ლარი; II ეტაპი – 2021 წელი – 1661102.00 ლარი. პროექტი დასრულებულია.
3. კარტიკამი-კულიკამი-ხულგუმოს გზის რეაბილიტაცია ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის გზიდან (კარტიკამი-კულიკამის გზა) – 1240 კმ, პროექტის ღირებულება 891891 ლარი. პროექტი დასრულებულია.
4. ახალქალაქი-დილისკა-პტენა-
5. სოფელ სულდაში სასმელი წყლის მიწოდების რეაბილიტაცია/აღდგენა. ორწლიანი პროექტი. ტენდერი შეწყდა.
6. ალათუმანი-ბეჟანოს გზის რეაბილიტაცია: I ეტაპი – 1 872 711 ლარი (2020-225000 ლარი; 2021-1661102 ლარი).
ვისოკოგორნის ფონდიდან 27 სამუშაო განხორციელდა, რომელთაგან 26 დასრულდა, ერთ შემთხვევაში კონკურსი არ შედგა.
ფონდმა დააფინანსა მუნიციპალური შენობების, სარიტუალო სახლების, სოფლის კლუბების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღების ახალი შენობების მშენებლობა და არსებული საბავშვო ბაღების აღდგენა, გამწვანება, სტადიონების კეთილმოწყობა, სასმელი წყლის სისტემების მშენებლობა და სხვა. საერთო ღირებულება – 1 112 978 ლარი.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 1 063 550 ლარი დაიხარჯა, მხოლოდ 28 სამუშაო შესრულდა.
Ზოგიერთი მათგანი:
1. სოფელ ბარალეთის სოფლის კლუბის რეაბილიტაცია – 41 688 ლარი.
2. სოფელ ჩუნჩხაში ცისტერნის რეზერვუარისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობა.
3. სოფელ კარწახში სასმელი წყლის შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა – 50739 ლიტრი.
4.სოფელ ორჯას სამედიცინო ცენტრის სახურავისა და კედლების შეკეთება – 1960 ლარი.
5. დიდი სამსარის გზის მონაკვეთის შეკეთება – 1999წ.
6. კოთელიას სანიაღვრე არხების გაწმენდა.
7. სასმელი წყლის მოწყობა სოფელ იხტილაში.
8. ახალქალაქში მეცხოველეობის ბაზრის წყალმომარაგება – 23777 ლარი.
9. ქუჩების განათების მოწყობაზე მუშაობა – 8435 ლარი
10. აფნიას წყალსაცავის სასმელი წყლით რეაბილიტაციასა და აფნიას სარიტუალო სახლის რეაბილიტაციაზე მუშაობა – 7020 ლარი.
11. სოფელ ბურნაშეთში სარიტუალო სახლის სახურავის რეაბილიტაცია – 2796,47 ლარი.
28-დან მხოლოდ ერთი პროექტი არ შედგა (მარგარიანის ქუჩის რეაბილიტაცია – 10203 ლარი), 1 კი გრძელდება (სოფელ კუმურდოს საბავშვო ბაღი).
4 სკოლაში სხვადასხვა სახის სამუშაოები ჩატარდა: სოფელ ჩუნჩხას (19 386 ლარი), ღადოლარის (26 549 ლარი), ალათუმანის (21 208 ლარი), აზმანას (39 765 ლარი) სკოლებში. სოფელ ალათუმანის სოფლის სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, სხვა სკოლებში კი დასრულდა.
“სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის
გამოიყენეს მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიც, რომელიც სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციისთვის დაიხარჯა. თანხა 52 176 ლარია.
მუნიციპალიტეტს აქვს მზა პროექტი და 30-მდე ინფრასტრუქტურული სამუშაოს გაანგარიშება. ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, დაფინანსების არსებობის შემთხვევაში, ამ სამუშაოების განხორციელებას დაიწყებენ.