ახალქალაქის მოსახლეობაში ახალი ტიპის კორონავირუსი ვრცელდება, რომლის სიმპტომებია: ყელის ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მატება, სისუსტე. რაც შეეხება წითელას, დაავადების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია ჩუტყვავილით დაავადებულთა რაოდენობის შესახებ, მაგრამ ინფიცირებულები არიან.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი სირანუშ ტონაკანიანი ამბობს, რომ კორონავირუსის გამოვლენა ტესტის საშუალებით უკვე პირველი ხუთი დღის განმავლობაშია შესაძლებელი.
„ამჟამად არის ამ ტიპის კორონავირუსი, რეალურად არავინ მოდის ტესტის გასაკეთებლად და თუ მოვლენ, ტესტი უნდა გაიკეთონ დაავადების პირველი 5 დღის განმავლობაში, ამიდ შემდეგ ტესტი აღარ აჩვენებს. ეს მუტაციური ტიპია, ჩვეულებრივ იწყება ყელის ტკივილით, სხეულის მომატებული ტემპერატურა რამდენიმე დღე გრძელდება, სიმპტომები რამდენიმე დღე წყდება და შემდეგ ისევ მეორდება“, – ამბობს სირანუშ ტონაკანიანი.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აღარ ტარდება, რადგან არ არიან მსურვები. როგორც სირანუშ ტონაკანიანმა აღნიშნა, მათ ვაქცინაც არ აქვთ.
რაც შეეხება წითელას, თებერვალ-მარტში დადასტურებული ორი შემთხვევის შემდეგ მურჯახეთსა და ვაჩიანაში, ის აღარ გავრცელებულა.
„არ გავრცელებულა, რადგან მშობლებმა შვილებს დროულად გაუკეთეს ვაქცინაცია და თუ აცრილი ადამიანების რაოდენობა ცოტა იქნებოდა, შესაძლოა დაავადება გავრცელებულიყო“, – დაამატა სირანუშმა.
ჩუტყვავილას შემთხვევების შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, რადგან მოსახლეობა სპეციალისტებს არ მიმართავს და სახლში მკურნალობენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ჩუტყვავილას შემთხვევები არის. ამ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არის.
ნებისმიერ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვების სკოლაში ან საბავშვო ბაღში გაგზავნა, რადგან ყველა ეს ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება.
ახალქალაქის საავადმყოფოში მხოლოდ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა არის, თუმცა, როგორც სირანუშმა აღნიშნა, გრიპის ვაქცინა ოქტომბრიდან უნდა გაკეთებულიყო. სირანუში აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის შემთხვევაში ადამიანები ინფექციის მსუბუქ ფორმას განიცდიან, გართულებების გარეშე.
მან აღნიშნა, რომ სოფლებში ბავშვების 95% აცრილია. შესაბამისად, სირანუში მოუწოდებს ყველას, ჩაიტარონ აცრები და დაიცვან ჰიგიენის ყველა წესი და მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს.