ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის დაჯავშნა შესაძლებელია სამცხე-ჯავახეთის 5 ქალაქში. ახალციხეში, “სინოფარმის” ვაქცინის პირველი დოზა 4 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით 28-მა ადამიანმა დაჯავშნა, ბორჯომში კი – 46-მა.
Sinopharm-ის ვაქცინის დაჯავშნა შეგიძლიათ ახალციხეში, ახალქალაქში, ასპინძაში, ადიგენში, ბორჯომში. რეგიონში მხოლოდ ნინოწმინდაშია შეუძლებელი ვაქცინაცია, მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ სხვა მუნიციპალიტეტებში, ან საქართველოს ნებისმიერ კლინიკაში.
ადიგენში Sinopharm-ის ვაქცინაციას ატარებენ “ევექსის” კლინიკაში, სადაც მხოლოდ 1 ფიზიკური პირია დაჯავშნილი. ასპინძაშიც ვაქცინაცია ტარდება “ევექსის” კლინიკაში, სადაც 6-მა ადამიანმა გამოთქვა სურვილი. ახალქალაქშიც ვაქცინაცია “ევექსის” კლინიკაშია შესაძლებელი, მაგრამ მსურველები ჯერ არ არიან.
შედარებით მაღალია მოქალაქეთა აქტივობა ბორჯომში. იქ ვაქცინაცია ჩატარდება «ჯეო ჰოსპიტალსში». ჯერჯერობით 46 ადამიანმა დაჯავშნა პირველი დოზა.
Sinopharm-აზე რეგისტრაცია 27 აპრილს დაიწყო. აღნიშნული პრეპარატით ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყება. დაჯავშნის საიტზე დღეები ხელმისაწვდომია ერთი, ან ორი დღის ინტერვალით. Sinopharm-ი ერთადერთი ვაქცინაა, რომლის დაჯავშნა 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შეუძლიათ. დანარჩენი ორი პრეპარატი, რომლებიც ახლა საქართველოში ხელმისაწვდომია, AsrtaZeneca და Pfizer-ი, ხელმისაწვდომია 55 და 65 წელზე უფროსი მოქალაქეებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის.