ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტული სამუშაოები უკვე განსაზღვრულია. საკრებულომ ეს სამუშაოები დაამტკიცა. სოფლის მცხოვრებლებმა 71 პრიორიტეტული სამუშაო შეარჩიეს, სოფლების უმრავლესობამ, ისევე როგორც გასულ წელს, ქუჩების განათება არჩიეს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 64-მა სოფელმა 71 პრიორიტეტული სამუშაო შეაირჩია, ხუთმა სოფელმა 2 სამუშაო, ერთმა სოფელმა – ალათუმანმა – სამი, ხოლო დანარჩენებმა – თითო პრიორიტეტული სამუშაოები. ბევრ პრიორიტეტს შორის 21-მა სოფელმა აირჩია განათების გაყვანა. 8 სოფელმა აირჩია სარიტუალო სახლების რეაბილიტაცია, 7 – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, 3 სოფელმა აირჩია სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია.

ასევე არის მოცულობითი სამუშაოები, მაგალითად, სოფელ ხავეთში – სპორტული დარბაზის მშენებლობა, კულიკამში – სპორტ – დარბაზის მშენებლობა. ამ სამუშაოს განხორციელება „სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის სახსრებით ერთ წელიწადში შეუძლებელია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის არამ მოვსისიანის თქმით, წელს მათ შეუძლიათ „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის თანხის 200%-მდე დაუმატონ, რათა სამუშაოები დასრულდეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების მუშაობის ანგარიშში გააკეთა შენიშვნა, რომ მოსახლეობა „სოფლის მხარდაჭერის” პროგრამაზე გარკვეული სამუშაოების შედეგებს ვერ ხედავს, არ უნდა იყოს დაუსრულებელი პროექტები, „სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის სამუშაოები 2-3 წელი არ უნდა გაგრძელდეს. ამიტომ, წელს ახალქალაქის მერიამ გადაწყვიტა „სოფლის მხარდაჭერის” პროგრამით დაგეგმილი სამუშაოების დასასრულებლად სახსრები დაუმატოს.

„ჩვენ შეგვიძლია „სოფლის მხარდაჭერის” პროგრამას თანხის 200%-მდე დავამატოთ, მაგრამ არაუმეტეს 30 000 ლარისა. პროექტები ამჟამად მუშავდება, ჯერ ვერ გეტყვით რამდენ სოფელს დაემატება და რამდენი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დავამატებთ”,- თქვა არა მოვსისიანმა.

მისი თქმით, საპროექტო-სააღრიცხვო ნახაზების შედგენისთვის დროის დაზოგვის მიზნით, მერიამ სამ პროექტის შემდგენთან პირდაპირი ხელშეკრულება გააფორმა.

მოვსისიანის თქმით, შესაძლოა ის სოფლები, რომლებმაც 2-3 პრიორიტეტი ერთდროულად აირჩიეს, სახსრების უკმარისობის გამო მხოლოდ ერთი სამუშაო დარჩეს.