ენერგოგამანაწილებელი კომპანია “ენერგო პრო ჯორჯია” -ს ინფორმაციით დღეს, 5 ნოემბერს, 13: 00-დან 16:00 საათამდე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში (ოკამი, გოგაშენი, აზმანა, ქარცეფი და მიმდებარე სოფლები) მიმდინარე გეგმიური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება.
ასევე, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის გარეშე დარჩება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფელი: გორელოვკა, სპასოვკა, სამება და მიმდებარე სოფლები.
აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება განახლდება.