ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის – Jnews.ge-ის ოფისს დღეს, ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მაიკ ვან კოლდამი არაოფიციალური ვიზიტით ეწვია.

შეხვედრა “რონდელის ფონდის” ორგანიზებით გაიმართა. ელჩი ვან კოლდამი ჯავახეთში არაოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და ჯავახეთში მოღვაწე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.  ნიდერლანდების ელჩი ჯერ სოფელ გორელოვკაში ჩავიდა და დუხობორების თემის ძეგლი – „ობლების სახლი“ დაათვალიერა, რის შემდეგაც ნინოწმინდაში რადიო “ნორის” ჟურნალისტებს შეხვდა.

ამის შემდეგ, Jnews-ის ოფისში, არაფორმალურ გარემოში, ელჩი ახალქალაქისა და ნინოწმინდის ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ პრობლემებზე, ადამიანის უფლებებზე, ეკონომიკურ პრობლემებზე და შედეგად პოლიტიკურ პრობლემებზე, მიგრაციაზე და სხვა მრავალზე.

ნიდერლანდების ელჩმა აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შეხვედრაა ორწელიწადნახევრის განმავლობაში, რაც ის თავის ქვეყანას წარმოადგენს საქართველოში და დაბრუნების პირობა დადო.