წელს ისევ გაიმართება ქალაქ ახალქალაქის დღისადმი მიძღვნილი დღესასწაული, რისთვისაც ტენდერი უკვე გამოცხადდა.

ახალქალაქის მერის მელქონ მაკარიანის თქმით, წინასწარი გადაწყვეტილებით, ის 3 სექტემბერს გაიმართება, თუმცა ამინდის პირობების გამო, შესაძლოა, ადრე ან გვიან ჩატარდეს.

დღესასწაულის ჩასატარებლად ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 20 000 ლარია გამოყოფილი.

ქალაქის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე იქნება სხვადასხვა მუსიკალური, საცეკვაო და სხვა ნომრები, ასევე ოქროს მედლები ახალქალაქის გერბით და წარწერით „ახალქალაქის დღე 2022“, ქალაქი ახალქალაქის დროშა, ბუშტები, ფოტობანერები და მაისურები პრინტით “ახალქალაქის დღე 2022”, საპნის ბუშტების ჩვენება და სხვა.

ქალაქის ცენტრალური პარკი დროშებით იქნება მორთული, ხოლო მოწვეული მედოლეების ჯგუფი კი ქალაქის ცენტრიდან ცენტრალური პარკის ტერიტორიისკენ გაემართება. დამსწრეების მაღალ განწყობას დიჯეი უზრუნველყოფს.

ასევე იქნება ფეიერვერკი და ფერადი კვამლი.

უფრო ზუსტ თარიღს და მოვლენების კონკრეტულ ჩამონათვალს Jnews-ი ცოტა მოგვიანებით შეგატყობინებთ.