საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში „COVID-19-ის ვაქცინაციის მარათონი“ გამართა, თუმცა აცრაზე არავინ მოსულა.
NCDC-მ 18 ოქტომბერს ქვეყნის გარკვეულ რაიონებში COVID-19-ის ვაქცინაციის მარათონი დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში, ცენტრის ეპიდემიოლოგები და ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ამ წუთებში სოფელ დილისკაში იმყოფებიან, თუმცა აცრის მსურველები არ ჩანან.
პროგრამის მიხედვით, ექიმთა სპეციალური მობილური ჯგუფები დადიან სოფლებში, ხელს უწყობენ ვაქცინაციას და ცრიან ყველას ადგილზე, ანუ სოფლის სამედიცინო პუნქტებში. მარათონის ფარგლებში, სულ 49 სოფელში ჩასვლა იგეგმება.
სახელმწიფომ ქვეყანაში ვაქცინაციის სტიმულირებისთვის მარათონი ექსპერიმენტულად დაიწყო. ამავე მიზნით, საქართველომ აცრილებს შორის ლატარიის გათამაშება შემოიღო, მაგრამ ამანაც არ უშველა, დღეში ზოგადად 1000-მდე ადამიანი იცრება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მარათონისთვის სოფელი დილისკა აირჩიეს. სოფელ დილისკას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ორი დღის განმავლობაში მაღაზიებში, აფთიაქებსა და სოფლის ქუჩებში დადიოდნენ და ვაქცინაციის აგიტაციას აწარმოებდნენ.
„სოფელში გავავრცელეთ სააგიტაციო მასალა. ვერ ვიტყვი, რომ დილისკის მთელმა მოსახლეობამ იცის, რომ ვაქცინაციას ვაკეთებთ, მაგრამ არანაირი აქტივობა არ არის, მხოლოდ ორი ადამიანი, მასწავლებლები მოვიდნენ ანტიგენის ტესტის ჩასაბარებლად. ესაა ყველაფერი. არ ვიცი, რა და როგორ შეიძლება ავხსნათ, რომ დავარწმუნოთ, რომ აცრა და ტესტირება სჭირდებათ“, – ამბობს ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგი ლევან ბარდიაშვილი.
სოფელში ჩვენი ვიზიტის დროს, იმ სამედიცინო პუნქტში, სადაც ეროვნული ცენტრის მობილური ჯგუფი გაჩერდა, აცრის გასაკეთებლად არავინ მოსულა. სოფლის რაიონის ექიმი და ახალქალაქის სასწრაფო დახმარების მენეჯერი ერემ ეზოიანი ამბობს, რომ ყველა მცხოვრები მინდორშია.
„კარტოფილს კრეფენ, სანამ ამინდი აძლევს საშუალებას, ეშინიათ ვერ მოასწრონ ამინდის გაუარესებამდე. ვაქცინაციის დრო არ აქვთ. გარდა ამისა, ეშინიათ, ვაქცინაციის წინააღმდეგ ბევრი აგიტაცია მიმდინარეობს“, – ამბობს ერემი ეზოიანი.
მობილური ჯგუფის დასახმარებლად სოფელ დილისკაში იმყოფებოდნენ თბილისიდან ჩამოსულები და ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები.
„ეს არის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა, სახელმწიფო პროგრამა, რომელიც განხორციელდა მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით. ექსპერიმენტად შეირჩა 3000 და მეტი სოფელი. თუმცა, არავინ მოვიდა, ბევრი მიზეზია: მოსავლის აღების დრო, მეორე მიზეზი ის არის, რომ ინფორმაცია არ არის, ან არასწორად მიდის აგიტაცია, როცა ვეკითხებით, რატომ არ გინდათ, მათი უარი არ არის არგუმენტირებული. არ მინდა და მორჩა“, – ამბობს ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგი ლევან ბარდიაშვილი.
ეროვნული კონტროლის ცენტრიდან დღეს და ხვალ სოფელ დილისკაში დარჩება ჯგუფი, მსურველებს შეეძლებათ აიცრან, ამის შემდეგ ვაქცინაცია ადგილობრივი ექიმები გააგრძელებენ. თუმცა სოფელ დილისკაში მთელი დღე ასაცრელად არავინ მოსულა.
ვაქცინაციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებმა სამი პრეპარატი შემოიტანეს: Sinopharm-ი, Sinovak-ი და Pfizer-ი.