სომხური სამოციქულო ეკლესიის მორწმუნეებისთვის დიდმარხვის ბოლო კვირა დადგა, რომელიც წინ უსწრებს აღდგომას და იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი დღეების სიმბოლოა. ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიის მღვდელმა ტერ ნარეკ ტიგრანიანმა გაამხილა ამ კვირის საიდუმლოებები და რამდენიმე მითი გააქარწყლა, რომელიც ახალქალაქში აღდგომასთან დაკავშირებით არსებობს.
„აღდგომის მარხვის ბოლო კვირას ვნების კვირეული ჰქვია, რადგან ეს იყო იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ბოლო დღეები. წახკაზარდში იესო შევიდა იერუსალიმში, ამ დღიდან ითვლება მისი სიცოცხლის ბოლო დღეები”, – კომენტარს აკეთებს ტერ ნარეკ ტიგრანიანი.
ის ამატებს, რომ ვნების კვირეულის ყოველ დღეს აქვს თავისი მნიშვნელობა და თავისი საიდუმლოება. მასში ასახულია მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები – მისი გამარჯვებული შესვლა იერუსალიმში (ბზობის კვირა), ბოლო ვახშამი, ღალატი, ვნება (ტანჯვა), ჯვარცმა, სიკვდილი, დაკრძალვა და ბოლოს აღდგომა (ზატიკი).
„ეს არის ყველაზე დატვირთული პერიოდი საეკლესიო კალენდარში. აღდგომა ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ნებისმიერი ქრისტიანისთვის, რადგან ამ დღეს უფალმა თითოეული ჩვენგანის გადასარჩენად სიცოცხლე გაიღო“.
მღვდელი ყველა მორწმუნეს ურჩევს, განურჩევლად იმისა, იცავენ თუ არა დიდმარხვას, დაესწრონ ეკლესიაში არსებულ ყველა საიდუმლოებას, რათა „მზად იყვნენ ქრისტეს აღდგომისთვის და სუფთა გონებით და გულით შეხვდნენ აღდგომას“.
ტერ ნარეკ ტიგრანიანი განმარტავს ეჭვებს, საჭიროა თუ არა აღდგომის დღეს სასაფლაოზე გასვლა.
„სომხური სამოციქულო ეკლესიის ყველა მთავარ დღესასწაულს მერელოცი მოჰყვება. არც აღდგომაა გამონაკლისი. არ არის საჭირო 31-ში სასაფლაოზე გასვლა, არ აქვს მნიშვნელობა როდის გარდაიცვალა ადამიანი, დიდი ხნის წინ თუ ცოტა ხნის წინ. 31-ში ჩვენ აღვნიშნავთ აღდგომას, სასაფლაოზე კი 1-ელ აპრილს გავდივართ, მეორე დღეს“, – აღნიშნავს ის.
მღვდელი ასევე ამატებს, არ არსებობს წესი, რომ თუ აღდგომა გარდაცვლილის 40-ე დღეს ან სხვა თარიღს დაემთხვა, მაშინ ეს თარიღი უნდა გაუქმდეს. აუცილებელია აღდგომაც და 40 დღის აღნიშვნაც.
სურბ ხაჩ ეკლესიის ღონისძიებების განრიგი:
ათი მონაზონის ხსენება 17:00 საათზე.
წმინდა ლიტურგია 10:30 საათზე.
ფეხების დაბანის რიტუალი 17:00 საათზე.
დაბნელების რიტუალი 19:00 საათზე.
ჯვარცმის რიტუალი 12:00 საათზე.
პანაშვიდი 17:30 საათზე.
ჩრაგალუისის წმიდა ლიტურგია 17:30 საათზე.
წმინდა აღდგომის ლიტურგია 10:30 საათზე.