დღეს, 17 სექტემბერს, წმინდა სომეხთა სამოციქულო ეკლესია ხაჩვერაცის დღესასწაულს (ჯვრის ამაღლების დღესასწაულს) აღნიშნავს. ხაჩვერაცი სომხური ეკლესიის მეხუთე და ბოლო დღესასწაულია.
ჯვართამაღლების დღესასწაული ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიაში საკვირაო წმიდა და უკვდავი ლიტურგიით დაიწყო. ლიტურგია აღავლინა ვარდაპეტ ტერ ნშან ამაიაკიანმა.
წმინდა და უკვდავი ლიტურგიის დასასრულს ჯავახეთის წინამძღვარმა მეუფე ვარდაპეტ ტერ ნშან ამაიაკიანი ჯვრის ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილი ქადაგებით გამოვიდა და ეკლესიაში შეკრებილები აკურთხა და მადლიერება გადასცა. წმინდა და უკვდავი ლიტურგიის დასასრულს, საეკლესიო ჩვეულებისამებრ, სასულიერო პირების ხელმძღვანელობით, მორწმუნეებმა მონაწილეობა მიიღეს ეკლესიის ეზოში შესრულებულ ჯვრის მსვლელობაში.
614 წელს სპარსეთის მეფე ხოსროვ II თავი დაესხს იერუსალიმს, ანადგურა მას, ხალხს დაიხოცა და ტყვედ აჰყავდა უამრავი ადამიანი. ქრისტიანებისადმი უპატივცემულობის ნიშნად უფლის ჯვარი სურბ ჰარუთუნის ტაძრიდან მოხსნეს და სპარსეთში წააბრძანეს. ჯვარი 14 წელი დარჩა ტყვეობაში.
ჯვარი საზეიმო მსვლელობით იერუსალიმში ჩამოაბრძანეს, მცირე აზიის გავლით და ბუნებრივია, გზა ისტორიულ სომხეთში გადის. სასულიერო მსვლელობა გადის ქალაქ კარინში (ერზურუმი), ხოლო კარნოს მთის ერთ-ერთ მთისწინეთში, სადაც ჯვარი იყო დაბრძანებული, ამ ადგილიდან წყარო მოედინება და ხაჩავანქის (ხაჩკა) ეკლესიაა შენდება. კონსტანტინოპოლში წმინდა ჯვრის სამი წლის შენახვის შემდეგ, პირადად იმპერატორი, ეტლში დაჩოქილი, ხელში დაჭერილი, იერუსალიმში წააბრძანებს და მხარზე დადებული, გოლგოთას მწვერვალზე ადის, სადაც სრულად ყველა მორწმუნის თანდასწრებით, მაცოცხლებელ ჯვარს მლოცველთა თაყვანისცემისთვის აღმართავს, სადაც ქრისტეს დაკრძალვის ადგილზე წმიდა აღდგომის ეკლესია (სურბ ჰარუტუნი) ააშენა. ამ დროიდან ჯვრის ამაღლების დღესასწაული (ხაჩვერაცი) საბოლოოდ დამკვირდა და საზეიმოდ დაიწყო აღნიშვნა.
ღამით იმართება ღამისთევა, სიწმინდე წმინდა მაგიდაზე იდება. მღვდლები ტაძარში ჩაცმულნი მოდიან და მღერიან შარაკანს: „ქრისტე, ჩვენ თაყვანს ვცემთ შწნს ჯვარს“. დღის ლოცვა – ტრისაგიონი: “წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ”. რის შემდეგაც მიმდინარეობს მსვლელობა ჯვართან და სახარებასთან ერთად.
დღესასწაულის კვირა საღამოს სრულდება ჯვრის ამაღლების საზეიმო რიტუალი და განწმენდის რიტუალი. ცერემონია იწყება რეჰანითა და ყვავილებით მორთული ჯვრით, საზეიმოდ შეაბრძანებენ ეკლესიის ეზოში და მსვლელობით დადიან ეკლესიის ირგვლივ. ეს არის განთავისუფლებული მაცოცხლებელი ჯვრის სომხური მთიანეთის აყვავებული, მთიანი ადგილების გავლით იერუსალიმში დაბრუნების გამოძახილი. ჯვრით შემკული პროცესიის ხელმძღვანელი ჯვარს იწერს და მსოფლიოს აღმოსავლეთ, დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეებს აკურთხებს, ღმერთს კეთილდღეობასა და მშვიდობას სთხოვს და მორწმუნეებს ვარდისფერ წყალს ასხურებს, რის შემდეგაც ჯვარი ეკლესიაში შეაქვთ და წმინდა მაგიდაზე აბრძანებენ. ცერემონიის შემდეგ იწყება საღამოს ღვთისმსახურება.