12 მაისს ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესიაში მეუფე ვარდაპეტმა (არქიმანდრიტმა) ტერ ნიშან ჰამაიაკიანმა რესპუბლიკური სურვილის ლიტურგია საზეიმოდ აღავლინა.
ახალქალაქის სურბ ხაჩის ტაძარში გამართული საკვირაო ლიტურგიის დასასრულს სამცხე-ჯავახეთისა და წალკის გენერალურმა წინამძღვარმა მეუფე ვარდაპეტ ტერ ნშან ჰამაიაკიანმა ჯავახეთის სომხებს თავისი მილოცვა გაუგზავნა.
„დღეს საკვირაო წირვაზე დამსწრე სასულიერო პირებმა და ხალხმა ერთობლივი ლოცვა შესწირეს ღმერთს სამშობლოს გამძლეობისთვის, მშვიდობიანი და უსაფრთხო ცხოვრებისათვის. ჩვენ რესპუბლიკური სურვილისთვის ლოცვა აღვავლინეთ. ამ ლიტურგიის დროს ღმერთს ვთხოვთ დალოცოს სომხეთის რესპუბლიკა.
დღეს ჩვენ ყველანი ძალიან შემაშფოთებელ დღეებს ვცხოვრობთ ჩვენს სამშობლოში. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ წინააღმდეგი, რომ ჩვენმა სამშობლომ სადემარკაციო პროცესი განახორციელოს, მაგრამ წინააღმდეგი ვართ, რომ დემარკაციის პროცესი ძალის, მუქარის გამოყენებით წარიმართოს. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ცალმხრივი დათმობების, ეს უნდა იყის დაფუძნებული ორმხრივ დათმობებზე, ორმხრივ ნდობაზე, და არა ჩვენი ეროვნული სიამაყის ხარჯზე.
ვლოცულობთ, რომ ღმერთმა სიბრძნე და მადლი მისცეს ყველა პასუხისმგებელ ადამიანს, შესაძლოა ამ ბრძენმა და პასუხისმგებელმა ადამიანებმა შეძლონ დაწყებული პროცესის დასრულება“.
სულიერმა წინამძღოლმა მოუწოდა, არ შევსუსტდეთ მიმდინარე ცხოვრებისეული სიძნელეების ფონზე, არამედ შევინარჩუნოთ სიყვარული მიწისა და სამშობლოს მიმართ, რომელიც უძლეველი ძალაა.
ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სხვა კვირა დღეებისგან განსხვავებით, 12 მაისს სურბ ხაჩის ეკლესიაში ხალხმრავლობა იყო.