19 მარტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯას, კორხის, თოთხამის, არაგვას, მაჯადიას, პატარა ხორენიას და ბავრას მცხოვრებლები, რომელთა ბავშვები ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღში დადიან, მერიის წინ შეიკრიბნენ, რათა იმ საუბრებთან დაკავშირებით, რომლებიც მათ აღელვებთ პასუხები მიიღონ, რომ მათი შვილები დროებით არ ივლიან საბავშვო ბაღში, რადგან ქალაქის №1 და №2 საბავშვო ბაღების ბავშვებმა საბავშვო ბაღებში რემონტის დროს აქ უნდა იარონ.
საქმე იმაშია, რომ №1 და №2 საბავშვო ბაღები კაპიტალური რემონტის გამო დროებით დაკეტილია. მშობლებმა მერისაგან მიიღეს დაპირება, რომ მათი შვილები №3 საბავშვო ბაღში დაუბრკოლებლად გააგრძელებენ სიარულს.
პრობლემა ის არის, რომ მშობლებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი შვილები რამდენიმე თვე არ ივლიან ბაღში, რათა №1 და №2 ბაღების ბავშვებმა იქ შეძლონ სიარული, რამაც მშობლების შეშფოთება გამოიწვია.
Jnews-ს დაუკავშირდნენ მშობლები, რომლებსაც სურდათ ბავშვების ბაღში დარეგისტრირება, მაგრამ მათ უთხრეს, რომ ვერ დარეგისტრირდებიან, რადგან 1 აპრილიდან მათი შვილები ბაღში რამდენიმე თვის განმავლობაში არ ივლიდნენ.
„დღეს მოვედით ჩვენი კითხვის დასმისთვის, რადგან ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ჩვენმა შვილებმა 6 თვე არ უნდა იარონ ბაღში, რომ №1 და №2 ბაღების ბავშვებმა იარონ. ჩვენ გვაქვს კითხვა: ქალაქის ბავშვი ბავშვია, ჩვენი ბავშვი ბავშვი არ არის? გვითხრეს, რომ საბავშვო ბაღში ისეთ ბავშვებს შეარჩევენ, ვისი მშობლებიც მუშაობენ. რა, სოფლის ბავშვების მშობლები არ მუშაობენ? ყველა მუშაობს. გვეუბნებიან, სამსახურში წასვლისას შვილი მეზობელს შეგიძლიათ დაუტოვოთ, როგორ შეიძლება ამის შემოთავაზება? ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა მიიღონ განათლება, ეს არის პრიორიტეტი. სახელმწიფოსთვის ყველა ბავშვი თანასწორია“, – ამბობენ მშობლები.
მშობლები იმდენ ხანს ელოდნენ, სანამ მერი მელქონ მაკარიანი არ მივიდა მათთან.
მერმა თქვა: „ეს პასუხი არავისთვის გამიცია. დღესდღეობით №3 საბავშვო ბაღში დამსწრე ბავშვები განაგრძობენ სწავლას, აქ სოფელსა და ქალაქს მნიშვნელობა არ აქვს. ორი საბავშვო ბაღი დაკეტილია რემონტებისთვის. დიდი მიღწევაა ის, რომ ამ ორი საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტისთვის ჩვენს რეგიონს 7 მილიონი ლარი გამოეყო.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხას არ დავხარჯავთ, რისთვისაც ხვალ-ზეგ სოფელში საბავშვო ბაღს ავაშენებთ, ბევრი გეგმა გვაქვს. ხოლო დანარჩენი ორი ბაღის ბავშვებს, რომელთა მშობლები მუშაობენ, არიან სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, შევადგენთ სპეციალურ სიას და ამ სიის მიხედვით ვატარებთ №3 საბავშვო ბაღში, მაგრამ არა თქვენი შვილების ხარჯზე“.
მაკარიანმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება, ბავშვების ტრანსპორტირებისას მშობელი უნდა ახლდეს თან, ხოლო თუ შვილებს მშობლების ნაცვლად სხვა ახლავს თან, მაშინ მას უნდა ჰქონდეს მინდობილობა ნებისმიერ ბავშვზე. ხოლო თუ მას არ აქვს მინდობილობა, მაშინ ბავშვებს ბაღში ვერ წაიყვანს.
ამ თემაზე ასევე წაიკითხეთ:
ახალქალაქში ორი საბავშვო ბაღი რემონტისთვის დაიკეტება