დღეს, 6 მარტს ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესიაში „მიჩინქის“ დღეს (დიდი მარხვის შუალედი) „სომხური ქადის“ ფესტივალი იყო ორგანიზებული.

Дизайн без названия - 1

Дизайн без названия - 1

ახალქალაქში სურბ ხაჩ ეკლესიის ეზოში, ისევე როგორც ყოველ წელს, სომხური სამოციქულო ეკლესია დიდი მარხვის შუალედში, დღესაც სომხური ორნამენტებით სუფრა იყო გაშლილი. იქ თანდათან ალაგებდნენ სხვადასხვა დიასახლისის მიერ გაკეთებულ, მორთულ, გემრიელ სომხურ ქადებს. ახალქალაქში ტრადიციული ტკბილი სომხური ქადის გარდა, მარილიან და სამარხვო ქადებსაც აკეთებენ, რათა გამსვლელებმა, ვინც დიდი მარხვას იცავს, შეძლოს ქადის გასინჯვა. გამსვლელებისთვის ეთნო-ანსამბლი ვაჩიანი ცეკვავდა. ქადის ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო 40 მონაწილემ, ორგანიზაციამ და უბრალო მცხოვრებმა. ეკლესიის ნათლიმამისგან არტურ პეტროსიანისგან ყველამ წამახალისებელი საჩუქარი და სერტიფიკატი მიიღო.

Дизайн без названия - 1

Дизайн без названия - 1

შუალედის სახელწოდება (მიჩინქი) დაერქვა დიდი მარხვის ორ ნაწილდა გაყოფას, თუმცა სადღესასწაულო მნიშვნელობა არ აქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიჩინქი — მეოთხე კვირის შუალედი ან დიდი მარხვის 24-ე დღე. მიჩინქიდან დაწყებული საღამოს წირვის დროს შარაკანები გალობას გასაკუთრებული ხმით იწყებენ, უფრო საზეიმო მელოდიებს მიმართავენ. ჯავახეთში, ტრადიციების თანახმად, ოჯახებში, სადაც დაქორწინებული გოგონა ან ვაჟი ჰყავთ, ამ დღეს უფუარი ცომისგან სამარხვო ქადას აცხობენ (ბაგარჩი — განსაკუთრებული პური ტკბილი შიგთავსით), რომელშიც მონეტა ან მძივი იდება და სიძის ან პატარძლის სახლში იგზავნება. ბაგარჩი ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით კეთდება. სახალხო რწმენის მიხედვით, მონეტის ნაწილი ვისაც შეხვდება, ეს წელი მისთვის იღბლიანი იქნება.

Дизайн без названия - 1
Дизайн без названия - 1

წელს სომხური სამოციქულო ეკლესიის დიდი მარხვა 12 თებერვალს დაიწყო, რომელიც 48 დღე გაგრძელდება, ყველიერიდან აღდგომამდე. მორწმუნეებისთვის — ეს სულიერი სიწმინდის, საკუთარი არსებობის გააზრების პერიოდი. მარხვის მიზანი — ქრისტიანის აღდგომისთვის მომზადება, ის მონანიების ლოცვით და იესო ქრისტეს ჯვარცმის და აღდგომის გახსენებით ტარდება. 40-დღიანი მარხვა უდაბნოში ქრისტეს 40-დღიანი მარხვის სიმბოლოა, თავშეკავებისა და მონანიების პერიოდია. 40-დღიან მარხვას მოსდევს კიდევ ერთ კვირიანი მარხვა — ვნების კვირეული. ამიტომ მარხვა მთლიანად 48 დღე გრძელდება. დიდი მარხვა ქრისტეს აღდგომით მთავრდება. წელს მარხვა 30 მარტს მთავრდება. 31 მარტს სომხური სამოციქულო ეკლესიის მორწმუნეები აღდგომას აღნიშნავენ.

Дизайн без названия - 1

Дизайн без названия - 1