გასულ წელს ახალქალაქის ციხე-სიმაგრის ტერიტორია დასუფთავდა და ძროხებისთვის დაიკეტა. თუმცა, ბოლო პერიოდში ციხის ტერიტორიაზე ისეც დაიწყეს ძროხების მწყემსაობა, მეჩეთი კი მათთვის ისევ ბოსლად იქცა. ციხეში მდებარე მეჩეთი მრავალი წლის განმავლობაში ბოსლად არის ქცეული.

გასულ წელს «ევროპის დღის» ფარგლებში ახალქალაქის ციხეში შაბათობა მოეწყო, სადაც მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საქართველოში ევროკავშირის საელჩოს დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა. აქამდე ციხის რესტავრაციის შესახებ სხვადასხვა დონეზე, გუბერნიიდან დაწყებული კულტურული მემკვიდრეობების დაცვის ეროვნულ სააგენტოთი დამთავრებული, ხშირად საუბრობდნენ. რესტავრაციის ზუსტ თარიღსაც, მიმდინარე წლის აპრილის თვე ასახელებდნენ. თუმცა, გაურკვეველია თუ რამ შეცვალა გეგმები, კორონავირუსმა ან სხვა გარკვეულმა მიზეზებმა. ციხის ტერიტორიაზე გამოკვლევები არ ჩატარებულა, არც სარესტავრაციო სამუშაოებია დაწყებული. აქ თანდათანობით ნაგავი გროვდება. გარდა ამისა, გაზაფხულთან ერთად ციხის ტერიტორიაზე კვლავ ძროხების მწყემსაობის პერიოდი იწყება, ღამით საქონელი «ბოსელში» რჩება, რომელიც ციხის ტერიტორიაზე ერთადერთ შემორჩენილ შენობა-ნაგებობაა.

B1

ციხე ახალქალაქის ერთ-ერთი მთავარი ისტორიული ძეგლია, რომელიც ქალაქის დაარსებასთან არის დაკავშირებული.

B2

ხეობის ზემოდან, რომლის ქვედა ნაწილშიც ერთი მხრიდან მდინარე თაფარვანი, ხოლო მეორე მხრიდან კი მდინარე კირხ-ბულახი მიედინება, ციხის ორივე მხრიდან აბულის მთაზე და სოფლებზე მშვენიერი ხედი იშლება.

B3

ბოლო წლებში ციხეს პერიოდულად მოხალისეები ან ახალქალაქის სერვისცენტრი ასუფთავებდა. თუმცა, ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ციხე ახალქალაქისთვის მნიშვნელოვან ტურისტულ თვალსაჩინოებად იქცეს. შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის ციხე-სიმაგრე ერთადერთი ისტორიული ძეგლი არ არის, თუმცა მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი და მთლიანად ჯავახეთი, ქვეყნისათვის პრიორიტეტული არ არის.

berder 11

Забытый туризмом Джавахети
Ахалкалакская крепость будет очищена для дальнейшей реставрации
Крепость Ахалкалаки на грани полного разрушения