დაზიანების შედეგაბ, ახალქალაქის სამხრეთ ნაწილში წყალმომარაგება შეწყდა. “წყალმომარაგება სამ საათში აღდგება”, – განუცხადა JNEWS ახალქალაქის წყალმომარაგების ცენტრის დირექტორმა, არტაკ ტარლამაზიანმა.

სოფელ კულიკამში მომხდარი დაზიანების გამო წყლის მიწოდება შეწყდა ახალქალაქში, რადგან ქალაქს წყალი აქედან მიეწოდება.

“მოხდა ავარია სოფელ კულიკამაში. დაახლოებით 2-3 საათის განმავლობაში ახალქალაქის ნაწილი წყლის გარეშე იქნება. ჩვენი თანამშრომლები უკვე ადგილზე არიან და დაზიანების მიზეზების დადგენაზე მუშაობენ”.