ახალქალაქის სერვისცენტრმა ახალქალაქის ცენტრში ხეები გასხლა, ასევე ხეები მოჭრეს თავისუფლების ქუჩის საწყის და ქვემო ნაწილში.

45045fee-8cd8-4b6d-ac4a-85e713392959

ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორის მხითარ რსტაკიანის თქმით, მოჭრილი ხეები დამპალი იყო. სულ 6 ხე იყო მოჭრილი.

„ ეს ხეები დამპალი იყო. ჩვენ ასევე ხას ბახჩას პარკთან და შიგნით ხეები გავსხალეთ“,- აღნიშნა მან.

რსტაკიანმა ასევე დაამატა, რომ ადრე მოჭრილი ხეების ადგილას მარტის ბოლოსთვის ახალი ხეები დაირგვება. დაახლოებით 20 ხის დარგვა იგეგმება.

ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა დაამატა, რომ წელს თავისუფლების ქუჩის ქვედა ნაწილში, შესაძლოა, ტროტუარები გარემონტდეს.

„თუ გამოგვივა, წელს ქუჩის ამ ნაწილში ტროტუარების კეთილმოწყობას გვეგმავთ, ამაში ხეებიც გვიშლის ხელს. ისინი ქალაქის ხედს აუშნოვებს. გარდა ამისა, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში ახალ ხეებს დავრგავთ, ამის სამუშაოები უკვე ტარდება“,- კომენტარი გააკეთა მან.