ახალქალაქის მომავლის სახლის აღსაზრდელებმა დამდეგი ქალების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონცერტი მოამზადეს.
დღესასწაული უცხო ენის მასწავლებლების ინიციატივით მომზადდა, რომლებიც მომავლის სახლში ასწავლიან.
ბავშვებმა ქართულ, რუსულ, ფრანგულ ენებზე წაიკითხეს ლექსები, იმღერეს სიმღერები, გაათამაშეს დედებისადმი მიძღვნილი დადგმები.
კონცერტის საყურებლად ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებიც მოვიდნენ.
მოსწავლეებთან ერთად ნომრებში ანიმატორებიც მონაწილეობდნენ.
მაყურებელს განსაკუთრებით დარბაზში სრულ სიბნელეში ბავშვების ჩრდილების შოუ დაამახსოვრდა.
დაწესებულებაში ეს პირველი ღონისძიება იყო რემონტის შემდეგ, რომელიც გასული 2023 წლის ნოემბერში დასრულდა.