საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელი შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ახალქალაქის განვითარების ჯგუფს (LAG). ეს იყო ინფორმაციული ხასიათი შეხვედრა, თუმცა განიხილა ის საკითხები, რომლებიც ჯავახეთის მოსახლეობას აღელვებს.
შეხვედრა ორგანიზაცია “ENPARD2” ოფისში გაიმართა. სახალხო დამცველის ეს შეხვედრა 2020 წლის გეგმური შეხვედრებიდან პირველი იყო. არასამთავრობო ორგანიზაციებსა და (LAG) ახალქალაქის განვითარების ჯგუფთან შესახვედრად სალომე ყულჯანიშვილი და ანდრანიკ ბაგდასარიანი ჩამოვიდნენ.
«ჩვენ გაწერილი გვაქვს შეხვედრების გეგმა და ვგეგმავთ სხვდასხვა დაწესებულებასთან, ჟურნალისტებთან, საზოგადოების აქტიურ წევრებთან თანამშრომლობას. ვინაიდან (LAG)-ის წევრები არიან სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლები და აქ საზოგადოება ფართო ასპექტშია წარმოდგენილი, ჩვენ შეხვედრა აქ დავგეგმეთ»,- თქვა სამცხე-ჯავახეთში საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა სალომე ყულჯანიშვილმა.
შეხვედრა შემეცნებით-საინფორმაციო ხასიათს ატარებდა. სალომე ყულჯანიშვილმა გააცნო ინფორმაცია, მასზედ თუ რას წარმოადგენს სახალხო დამცველის ოფისი, რით არის დაკავებული და რა საკითხებით შეიძლება მიმართონ მათ.
ამის შემდეგ მსმენელებმა შეკითვები დასვეს. სამოქალაქო სექტორი დაინტერესდა, თუ რამდენ ადამიანს დაეხმარა სახალხო დამცველი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. სალომე ყულჯანიშვილმა უპასუხა, რომ ეს ინფორმაცია ყოველწლიურად საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში იდება და ყოველი წლის მარტის თვეში იქვეყნება. მისი თქმით, სამცხე-ჯავახეთის ოფისმა წლის განმავლობაში 200 განაცხადი მიიღო, მაგრამ ზუსტი მონაცემები თუ რამდენს დაეხმარა არ აქვს.
გაიჟღერა ახალქალაქის იუსტიციის სახლთან დაკავშირებული სიტუაცია. მოსახლეობა ჩივის, რომ იუსტიციის სახლის თანამშრომლები მოქალაქეებისაგან ქართულ ენაზე საუბარს ითხოვენ, რაც ბევრს არ შეუძლია და შესაბამისად ჩნდება კონფლიქტი.
სალომე ყულჯანიშვილმა უპასუხა, რომ ყველა მოქალაქეს შეუძლია სახელმწიფო მომსახურებით ისარგებლოს და დაწესებულებებში საქმეთწარმოება სახელმწიფო ენაზე მიმდინარებს, მაგრამ «კარგი იქნება თუ მოქალაქე კონსულტაციას მისთვის გასაგებ ენაზე გაივლის». მისი თქმით, ამ საკითზე მათ კონკრეტული საჩივარი არ მიუღიათ.
«ჩვენ ამ საკითხს ხელმძღვანელობასთან გავივლით და მოვიფიქრებთ, თუ მოსახლეობის დასახმერებლად რისი გაკეთებაა შეგვიძლი. შესაძლებელია სახალხო დამცველმა მიმართოს იუსტიციის სამინისტროს, რათა რეგიონებში, სადაც ეროვნული უმცირესობები კომპაქტურად ცხოვრობენ, კონსულტაცია მათთვის გასაგებ ენაზეც გაიარონ»,- თქვა სალომე ყულჯანიშვილმა.
დაისვა შეკითხვები სოციალური დახმარების სისტემაში არსებული პრობლემების შესახებაც, კერძოდ სოციალური სააგენტოს მიერ მინიჭებული ქულების შესახებ. დამსწრე საზოგადოებამ ისაუბრა ამ სისტემაში მიღებული უამრავი უსამართლო გადაწყვეტილებების შესახებ და სახალხო დამცველს სთხოვა ამ სისტემის შესახებ კომენტარის გაკეთება.
სალომე ყულჯანიშვილმა თქმა, რომ ამ საკითხით მათ ბევრჯერ მიმართეს, ისინი თავის მხრივ მიმართავენ სოციალურ სამსახურს, მაგრამ იქიდან პასუხი მოდის, რომ მოქალაქეებს მაღალი ქულები აქვთ და არ შეესაბამებიან.
«ყოველ წელს სახალხო დამცველი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს აძლევს, რომ შეცვალონ აღნიშნული მეთოდი და სხვა ხერხით გამოთვალონ ქულები, მაგრამ დღემდე, გაურკვეული მიზეზების გამო, ამ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ. თუ ამ საკითხზე განცხადებები ისევ იქნება შემოტანილი, ჩვენ მზად ვართ ისინი მივიღოთ და კვლავ დავკავდეთ ამ პრობლემით»,- უპასუხა მან.