ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოთხი საჯარო სკოლის მოპირკეთების ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
13 მარტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა სოფელი კარწახის, აბულის, კოჩიოსა და ბურნაშეთის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერი გამოაცხადა. განაცხადის მიღების ვადა 24 მარტს იწურება.
კარწახის სკოლის რემონტისათვის თავდაპირველად გამოყოფილი იყო 189, 693 ლარი, სოფელი აბულის სკოლისათვის-167,297 ლარი, კოჩიოს სკოლისათვის 53 960 ლარი, ბურნაშეთის სკოლის რემონტისათვის 72 248 ლარი. ამ სკოლებში ძირითადად აშენდება სველი წერტილები და ახალი საპირფარეშო.
კარწახში სკოლის სახურავის ნაწილი გარემონტდება, იქნება გაყვანილი ახალი წყალგაყვანილობის სისტემა, სველი წერტილები და ანტისეპტიკი. ასევე დასრულდება დერეფანში მდებარე ერთი მშენებარე კედელი შენება. სოფელი აბულის საჯარო სკოლაში აშენდება საპირფარეშო და ანტისეპტიკი, იქნება გაყვანილი წყალგაყვანილობის ახალი სისტემა და აშენდება ახალი საკლასო ოთახები. კოჩიოს სკოლაში სველ წერტილებს გაარემონტებენ. სოფელი ბურნაშეთის საჯარო სკოლაში აშენდება ახალი საპირფარეშო.
სარემონტო სამუშაოების საერთო თანხა 1 075 202 ლარს შეადგენს.
2020 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 11 სკოლა გარემონტდება.
ცვლილებები სარემონტო სკოლების სიაში