2021-2022 სასწავლო წლის მედალოსნები დაჯილდოვდნენ მედლებით, რომელთა საერთო რაოდენობა 50-ია.

ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს 50 მედალი გადაეცათ, საიდანაც 30 ოქრო და 20 ვერცხლი, თუმცა განათლების რესურსცენტრმა არ მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ რომელი სკოლებიდან იყვნენ მედალოსნები.

ასე რომ, Jnews-მა ჩაატარა პატარა გამოკვლევა და გაარკვია შემდეგი:

•ახალქალაქის №1 საჯარო სკოლაში – 5 ოქროს და 1 ვერცხლის მედალოსანი.
•ახალქალაქის №2 საჯარო სკოლაში – 2 ოქროს და 5 ვერცხლის მედალოსანი.
•ახალქალაქის №3 საჯარო სკოლას ჰყავს 2 ოქროს მედალოსანი.
•ახალქალაქის №4 საჯარო სკოლას ჰყავს 9 ოქროს და 3 ვერცხლის მედალოსანი.
•ახალქალაქის №5 საჯარო სკოლაში – 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალოსანი.
•ორჯას საჯარო სკოლაში – 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალოსანი.
•კულიკამის საჯარო სკოლა – 2 ვერცხლის მედალოსანი.
•კარტიკამის საჯარო სკოლაში – 3 ოქროს და 3 ვერცხლის მედალოსანი.
•აბულის საჯარო სკოლა – 1 ოქროს მედალოსანი.
•დილისკის №1 საჯარო სკოლას ჰყავს 2 ოქროს მედალოსანი.
•ხულგუმოს საჯარო სკოლა – 1 ოქროს მედალოსანი.
•დადეშის საჯარო სკოლაში – 2 ოქროს მედალოსანი.
•სულდას საჯარო სკოლაში – 1 ვერცხლის მედალოსანი.
•ტურცხის საჯარო სკოლაში – 1 ვერცხლის მედალოსანი.

კურსდამთავრებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების მიზანია მოსწავლეების წარმატების წახალისება და წარჩინებული სტუდენტების გამოვლენა.

განათლების სამინისტრო ოქროსა და ვერცხლის მედლებით საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის აჯილდოვებს.

მედლებსა და შესაბამის სერთიფიკატებს დაჯილდოების საკუთარი წესები აქვს.

მოსწავლე, რომლის საშუალო ქულა დამრგვალების გარეშე არის 10, იღებს ოქროს მედალს და შესაბამის სერთიფიკატს.
• მოსწავლე, რომლის საშუალო ქულა არის 9,8 და მეტი, იღებს ვერცხლის მედალს და შესაბამის სერტიფიკატს.

მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოს, რომ მედლის მისაღებად ქულების გამოთვლა იწყება მე-10 კლასიდან და მთავრდება მე-12 კლასის შედეგებით.

სკოლის წარჩინებით დამთავრების მიუხედავად, არის შემთხვევები, როცა ოქროსა და ვერცხლის მედლები და სიგელები არ გაიცემა. ეროვნულ სასწავლო გეგმაში წერია, რომ მოსწავლეებს, რომლებიც სკოლას ექსტერნით ამთავრებენ, ოქროსა და ვერცხლის მედლებს არ აძლევენ.

ასევე აღვნიშნავთ, რომ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეებს შეუძლიათ მიიღონ ოქროს და ვერცხლის მედლები, თუ ისინი აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს.