ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 357 ბავშვის სკოლამდელ დაწესებულებებში და 8 სკოლის მოსწავლის სოფელ ბალხოდან სოფელ ბუღაშენის სკოლაში გადასაყვანად 219 774 ლარი გამოყო. ტენდერი დასრულდა და ახლა შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
სოფლებიდან, რომლებშიც საბავშვო ბაღები არ არის, სკოლამდელი ასაკის ბავშვები იმ ქალაქში ან სოფლებში გადაჰყავთ, სადაც საბავშვო ბაღები ფუნქციონირებს.
ტენდერი პირველადი თანხით ინდმეწარმემ გრიგორი წურწუმიამ მოიგო.
წარმოგიდგენთ იმ ბავშვების ჩამონათვალს, რომლებიც საბავშვო ბაღებში გადაჰყავთ:
სოფელი იხტილადან ბარალეთამდე – 20 ბავშვი
მერენიიდან ბარალეთამდე – 18
ბოზალიდან სულდამდე – 12
კორხიდან ახალქალაქის მე-3 საბავშვო ბაღამდე – 10
მაჯადიიდან ახალქალაქის მე-3 საბავშვო ბაღამდე- 17
ბავრიდან ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღამდე- 19
ხოსპიოდან ახალქალაქის N1 და N2 საბავშვო ბაღებამდე – 14
მურჯახეთიდან, ჩამდურიდან სოფელ ვაჩიანის საბავშვო ბაღამდე – 11
ოლავერდიდან, ზაქიდან სოფელ ბარალეთამდე – 19
ბუღაშენიდან და თირკნადან სოფელ ბარალეთამდე – 15
ბეჟანოდან და ალათუმანიდან კოჩიომდე – 18
აგანადან და სირკვადან კოჩიომდე – 15
დადეშიდან სულდამდე – 15
ბუზავეთიდან კულიკამამდე – 7
ორჯიდან მე-3 საბავშვო ბაღამდე-15
კარტიკამიდან ახალქალაქის N2 საბავშვო ბაღამდე – 18
ოკამიდან ვაჩიანამდე – 12
სოფელ აბულიდან სოფელ კულიკამამდე – 12
არაგვიდან ახალქალაქის N3 საბავშვო ბაღამდე – 15
აზმანადან, ქარცეპიდან, აფნიიდან სოფელ გოგაშენამდე – 12
გოდოლარიდან სოფელ აზავრეთამდე – 18
ბურნაშეთიდან, ლომატურცხიდან სოფელ აზავრეთამდე – 15
სოფელ კიროვაკანიდან კუმურდოს საბავშვო ბაღამდე -15
სოფელ ხორენიიდან ახალქალაქის N3 საბავშვო ბაღამდე -15
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის ვალერი სტელმაშოვის თქმით, ყველა ბავშვს აქვს სკოლამდელი განათლება მიიღოს და მომავალში შესაძლოა ტრანსპორტირებისას ბავშვების რაოდენობა გაიზარდოს, ვინაიდან მუნიციპალიტეტს არ აქვს შესაძლებლობა საბავშვო ბაღები ყველა სოფელში ააშენოს.
„საბავშვო ბაღები სკოლამდელ განათლებად ითვლება და ყველა ბავშვი უნდა იღებდეს ამ განათლებას. ამიტომ ბავშვების სოფლის ყველაზე ახლოს მდებარე ბაღებში გადასვლას უზრუნველვყოფთ“, – განმარტა ვალერი სტელმაშოვმა.