2024 წლის 23 თებერვალს ახალქალაქის სპორტულმა სკოლამ თბილისის ფეხბურთის კლუბ „დინამოსთან“ თბილისის ფეხბურთის სკოლა „დინამოს“ დირექტორის ლევან გვანცელაძის სახით კონტრაქტს მოაწერა ხელი. ახალქალაქის სპორტსკოლაში ორი ჯგუფი უკვე შექმნილია. ერთ ჯგუფში ბავშვები 9-10 წლის არიან, ხოლო მეორეში – 11-12 წლის.
ახალქალაქის სპორტსკოლაში ვარჯიში ოფიციალურად 1 მარტს დაიწყება. ამის შესახებ სპორტული სკოლის დირექტორმა არამ სუკიასიანმა თქვა შემდეგი:
„ჩვენ უკვე გავაფორმეთ კონტრაქტი, ამ ყველაფრის მიზანია ფეხბურთის განვითარება და გავრცელება, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესი. პროფესიულ მომზადებას 32 ახალგაზრდა სპორტსმენი დაიწყებს. ოფიციალურად ვარჯიშს 1 მარტიდან დავიწყებთ“.
პროექტის მიზანია 6-12 წლის 32 ახალგაზრდა ფეხბურთელის პროფესიონალური მომზადება.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ღირებულება წელიწადში 9600 ლარია. კონტრაქტი ძალაში 2024 წლის 31 დეკემბერს შევიდა. ამ კონტრაქტის 50% ახალქალაქის მერიამ დააფინანსა, 50%-ს ახალგაზრდა ფეხბურთელები გადაიხდიან, თვეში 15 ლარს.
8-9-10 თებერვალს „თბილისის დინამო” კლუბმა ტრენერმა მომზადების კურსები თბილისში გამართა. ახალქალაქიდან გადამზადებაში მონაწილეობდნენ ახალქალაქის სპორტული სკოლის ტრენერები რევაზ მეტრეველი და არამ სუკიასიანი.
აღვნიშნავთ, რომ ამ პროექტის ფარგლებში „დინამოს” კლუბი ვალდებულია: