ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 11 ივნისს გახდა ცნობილი.
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე 9 მატჩი ჩაატარა ნაპოლის შემადგენლობაში. გუნდი ტურნირს მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. Uefa.com-ის მიხედვით აღნიშნულ 9 მატჩში კვარაცხელიამ 2 გოლი გაიტანა და აქვს 4 ასისტი.
თვის დასაწყისში კვარაცხელია იტალიის სერია A-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
მანამდე, ქართველი ფეხბურთელი სამჯერ დაასახელეს იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ.