ბათუმში საქართველოს კრივის ეროვნული ჩემპიონატი მიმდინარეობს. ახალქალაქის სპორტკომპლექსის მოსწავლეებს პირველი შეჯიბრებები ჰქონდათ. არტიუშ გომციანისა და არშაკ ელიზბარიანის ბრძოლები ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებით დასრულდა.
არტიუში გამარჯვებისთვის რუსთაველ სპორტსმენთან იბრძოდა, არშაკი კი თბილისის წარმომადგენელთან.
ბათუმში, 12-დან 17 დეკემბრამდე, მურმან ვახტანგაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში საქართველოს კრივის ეროვნული ჩემპიონატი მიმდინარეობს. ჩემპიონატში ახალქალაქის სპორტკომპლექსიდან 8 სპორტსმენი მონაწილეობს.
მოზრდილთა ჯგუფში არიან შემდეგი სპორტსმენები:
გორ აივაზიანი – 54 კგ წონით კატეგორიაში,
არტიუშ გომციანი – 60 კგ წონით კატეგორიაში,
არშაკ ელიზბარიანი – 75 კგ წონით კატეგორიაში
არტიომ იორდანიანი – 86 კგ წონით კატეგორიაში.
ახალგაზრდულ ჯგუფში შედიან:
გრიშა ელიზბარიანი – 48 კგ წონით კატეგორიაში,
სერობ მანასიანი – 57 კგ წონით კატეგორიაში,
ჟირაირ საარიანი – 60 კგ წონით კატეგორიაში
სამველ ღაზარიანი – 80 კგ წონით კატეგორიაში.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებისთვის, მოზარდები კი გამარჯვების შემთხვევაში ოლიმპიური საგზურებისთვის იასპარეზებენ. ისინი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც იქნებიან.
ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობენ 2006-2007 წლებში და 1983-2005 წლებში დაბადებული მოკრივეები.
შეჯიბრში მონაწილეობენ სხვადასხვა ქალაქების გუნდები, მოკრივეები ასპარეზობენ მოყვარულთა კრივის მსოფლიო ფედერაციის მიერ დამტკიცებულ წონით კატეგორიებში.