2019 წელს ალათუმანში აშენებული მედპუნქტი უკვე ინგრევა, ისე რომ არცერთი დღე არ უმუშავია. როგორც ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრიდან გვაცნობეს, მედდის დანიშვნის საკითხი მოუგვარებელია.

2019 წელს „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სოფელ ალათუმანისთვის გამოყოფილ 16 ათას ლარად აშენდა სამედიცინო პუნქტი, რათა ხალხმა პირველი დახმარების მიღება შეძლოს. თუმცა მედპუნქტი ძველებურად არ ემსახურება თავის ფუნქციას, კედლებიც კი სინესტის გამო ობით დაიფარა.

1

სამედიცინო პუნქტის მშენებლობიდან სამი წლის შემდეგ, 2022 წელს, ახალქალაქის მერიიდან Jnews-ს აცნობეს, რომ თავიდან მედპუნქტი „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ ორგანიზაციას გადაეცემა, რის შემდეგაც დაიწყებს მუშაობას.

„ალათუმანის სამედიცინო პუნქტიც „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ გადაეცა, მაგრამ მედდა მაინც არ დანიშნეს. მედდის დანიშვნის თაობაზე ჰოლდინგში წერილი გავაგზავნე, მიპასუხეს, რომ ამ რაიონში არის სამი მედდა, ამიტომ მეოთხეს დანიშვნის აზრს ვერ ხედავენ“,- ამბობს სირანუშ ტონაკანიანი, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი.

3

მედდის დანიშვნას სოფლის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანა, რათა ყოველ ჯერზე ბეჟანომდე მისვლა არ მოუწიოთ, როცა პირველი დახმარება დასჭირდებათ.

„ჩვეულებრივი ნემსის გამო ბეჟანოში მივდივართ, 3 კმ გზას გავდივართ. როგორმე ინტრავენური ინექციები უნდა მიმეღო, ყოველ ჯერზე, როცა ნემსის გაკეთება მჭირდება, ბეჟანოში მივდივარ. სოფელში მედდა არის, რომელსაც შრუძლია მუშაობა, მაგრამ ამბობენ, რომ ვაკანსია არ არის. ბავშვებიც აცრის დროს ბეჟანოში მიგვყავს, ან მედდა თვითონ ჩამოდის სოფელში და სახლებში სიარულით აკეთებს სამუშაოს”,- ყვება სოფლის მცხოვრები კიმიკ მაკარიანი.

მოსახლეობამ მედდის დანიშვნის საკითხითაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

ალათუმანიდან აშხენმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი  ერთ-ერთი უპირველესი საკითხია, რომელიც უნდა მოგვარდეს.

„ვთქვათ, ვიღაცას შუაღამით დახმარება დასჭირდეს, რა გავაკეთოთ, ვის მივმართოთ, ღამის 2 საათზე ბეჟანოში წავიდეთ? ვისაც მანქანა არ ჰყავს, იმან რა გააკეთოს?”,- ამბობს აშხენი.

ექვსი დასახლებიდან მხოლოდ სამში არის მედდა: ბეჟანო, მოდეგამი და აგანა, ხოლო ალათუმანში, კოჩიოში და სირქვაში არ არის.

Jnews-მა „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ მიმართა, რათა გაეგო, ახლო მომავალში თუ იგეგმება ალათუმანის მედპუნქტში მედდის დანიშვნა, ჩვენს შეკითხვაზე პასუხის გაცემა მომავალ დღეებში დაგვპირდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის სექტემბერში ახალქალაქის საკრებულომ ხუთი მუნიციპალური სოფლის ამბულატორიის სახელმწიფოსთვის გადაცემის საკითხი განიხილა და მიიღო.

დღევანდელი მონაცემების თანახმად, სოფელ მაჯადიას, დილისკას, ზაკს, ღოდოლარის, არაგვას, ტურცხის, აზავრეთის, ბარალეთის, გოგაშენის, ეხტილას, ალასტანის, კარტიკამის, კუმურდოს და ალათუმანის სამედიცინო პუნქტები „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში 45 მედდა და 23 ექიმი მუშაობს. სამედიცინო პუნქტები მოქმედებს სოფელ სულდაში, აზავრეთში, ბეჟანოში, ალასტანში, ბარალეთში, დილისკაში, ვაჩიანში, კუმურდოში, ჩუნჩხაში, ხანდოში, ტურცხში, არაგვაში, ჩამდურაში, ზაკში, კარტიკამში, ღოდოლარში. ზოგიერთ სამედიცინო პუნქტში ავეჯი და ელექტროენერგია არ არის.

ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ: