პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტის აშენებიდან (2019 წელი) დღემდე, ალათუმანის მოსახლეობა მის გახსნას მუდმივად ელოდება. როგორც ახალქალაქის მერიის განცხადებაშია ნათქვამი, სამედიცინო ცენტრი ჯერ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ორგანიზაციას გადაეცემა, შემდეგ კი ექსპლუატაციას.
2019 წელს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტს 922 000 ლარი გამოეყო, რომლიდანაც 16 000 ლარი სოფელ ალათუმანს ერგო. სოფლის სპეციალისტისა და მოსახლეობის საერთო გადაწყვეტილებით, ამ თანხით სამედიცინო ცენტრი აშენდა, რათა მოსახლეობას პირველადი დახმარების მიღება ადგილზე შეძლებოდა. სამედიცინო ცენტრი აშენდა, მაგრამ შენობას არ აქვს დენი, წყალი, სამედიცინო აღჭურვილობა.
„რისთვის აშენდა, თუ დაკეტილია და არ ვიყენებთ? ამის გამო ბავშვები, ჩემი 4 შვილიშვილი, ბეჟანოში დაგვყავს. თუმცა სოფელში სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტი გვაქვს. რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილი ვარ ბეჟანოს მედიკოსით, მაგრამ სოფლიდან ბეჟანოში რატომ დავდივართ? სოფელში გვყავს სპეციალისტები, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტის გახსნისთანავე დასაქმდებიან“, – განმარტავს სოფელ ალათუმანის ერთ-ერთი მცხოვრები.
ამ სოფლის ნებისმიერი მკვიდრნი საერთო აზრს იზიარებენ – სამი წლის „გაყინული“ შენობა საბოლოოდ უნდა გაიხსნას.
„როგორც სურთ ისე იქცევიან. „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით რაღაც გააკეთეს, მაგრამ სარგებელი არ გვინახავს. პატარა სტადიონი და სასწრაფო სამედიცინო პუნქტი გვაქვს, ახლა კი სათამაშო მოედნის აშენებას აპირებენ. ყოველივეს კი სოფლის მცხოვრებთა სურვილებს ეწინააღმდეგება. ”, – აცხადებს ალათუმანის მცხოვრები გალოიან ვაჰაგნი.
ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში თემის მერის წარმომადგენელმა მარტიროს მარტიროსიანმა JNEWS-ს აცნობა, რომ შენობის კეთილმოწყობაზე იზრუნებდნენ. უკვე ექვსი თვე გავიდა და არაფერი გაკეთებულა.
თემის ექვსი სოფლიდან მხოლოდ სამს ჰყავს მედდა: ბეჟანო, მოდეგამი და აგანა. ალათუმანში, კაჯოსა და სირკქაში ისინი არ ჰყავთ.
სექტემბერში ახალქალაქის საკრებულომ ეს საკითხი განიხილა და ხუთი მუნიციპალური სოფლის ამბულატორიის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა გადაწყვიტა. პროცესი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში ხორციელდება.
პირველ ეტაპზე სოფელ მაჯადიას, დილისკას, ზაქის, გადოლარისა და არაგვას ამბულატორიები სახელმწიფოს გადაეცემა, შემდეგ კი ორგანიზაცია „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“.
„ყველა სამედიცინო პუნქტი ჰოლდინგის ბალანსზე უნდა გადავიდეს. მაგალითად, სოფელ ზაქსა და ბუღაშენს შორის პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი აშენდა. პროგრამის მიხედვით, თუ სოფლები ერთმანეთთან ახლოსაა, მაშინ პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტებს სათითაოდ არ ააშენებენ, ამისთვის შესაფერისს და მოსახერხებელს ადგილს შეარჩევენ. ალასტანში განყოფილების შენობის პირველ ნაწილში საბავშვო ბაღის გახსნას ვაპირებთ, მეორე ნაწილი კი, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტია, ჰოლდინგს გადაეცემა, მათ შორის ალათუმანიც. ასეთი პროცესები თანდათან, ეტაპობრივად მიმდინარეობს“, – აცხადებს მერი მელქონ მაკარიანი.
მერიაში ირწმუნებიან, რომ ალათუმანის სამედიცინო ცენტრის შენობის ორგანიზაციის „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ ბალანსზე გადასთვლისთანავე, მის კეთილმოწყობაზე იზრუნებენ და ექსპლუატაციაშიც შევა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში 44 ექთანი და 23 ექიმი მუშაობს. ამბულატორიები შემდეგ სოფლებში ფუნქციონირებს: სულდა, აზავრეთი, ბეჟანო, ალასტანი, ბარალეთი, დილისკა, ვაჩიანი, კუმურდო, ჩუნჩხა, ხანდო, ტურცხი, არაგვა, ჩამდურა, ზაქი, კარტიკამი და გადოლარი. ზოგიერთ ამბულატორიაში არც ინვენტარია და არც ელექტროენერგია.
სხვა სოფლებში ექთნები სახლიდან მუშაობენ.
შეგიძლიათ წაიკითხოთ: