საქართველოში, ამ მომენტისთვის, ​კორონავირუსით დაინფიცირების 9 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 8 პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია, ხოლო ერთის – კრიტიკული.

დაინფიცირების 6 შემთხვევა, გუშინ დადასტურდა. 6-ვე ადამიანი ერთი ჯგუფის წევრია, რომლებიც იტალიაში იმყოფებოდნენ. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დაინფიცირებული ადამიანები არიან 2 ოჯახის წევრები, მათ შორის მამა და ქალიშვილი და სხვა ოჯახის კიდევ 4 წევრი.

ინფექციურ საავადმყოფოში, ამ დროისთვის, ვირუსული ინფექციით 24 პირია მოთავსებული.

„24 პირიდან 9-ს კორონავირუსის შემთხვევა დაუდასტურდა. 8 მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, მე-9 პირის კი – უკეთესი. 4 ადამიანს დღეს აუღებენ ანალიზს, დანარჩენი 9 პირი კი ინფექციური საავადმყოფოს სხვადასხვა განყოფილებაშია გადანაწილებული“, – განაცხადეს კლინიკაში.

აღსანიშნავია, რომ 44 წლის მამაკაცი, რომლის შვილსაც კორონავირუსი ასევე დაუდგინდა, იტალიაში მეორე შვილთან ერთადაც იმყოფებოდა, თუმცა, მის შემთხვევაში ანალიზმა ინფექციაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.

დღეისთვის მსოფლიოში, კორონავირუსით 3 387 ადამიანია დაღუპული, 55 656 ადამიანი კი განიკურნა.