ორგანიზაცია „ქალები ჯავახეთის მომავლისთვის“ მეორე დღეა ახალ პროექტს „ქალები ჯავახეთის ქალებისთვის“ იწყებს. პროექტი იოგასა და არტთერაპიის აღმოჩენით დაიწყო.
პროექტი „საქართველოში ქალთა ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ამ პროექტის მიზანია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა პიროვნული და სამოქალაქო განვითარება.
პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე განახორციელებს:
– საინფორმაციო შეხვედრებს ფემინიზმის შესახებ;
– საინფორმაციო შეხვედრებს აქტივიზმის შესახებ – გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის სფეროში;
– გრაფიტის ახალქალაქში;
– ფემინისტურ ვიდეო-კონკურსს.
პროგრამა დაიწყო არტთერაპიისა და იოგა თერაპიის სესიით. თბილისელმა სპეციალისტმა უამბო და აჩვენა პროექტის მონაწილეებს, როგორ შეიცნონ საკუთარი თავი იოგას დახმარებით და არტ-თერაპიით დაისახონ მიზნები. მონაწილეებს უამბეს რა არის იოგა და როგორ დაიწყონ მისი ვარჯიში. მონაწილეები დაინტერესდნენ მათთვის ახალი აქტივობების გაცნობით.
„ადრე სხვანაირად იყო, ახლა შეგვიძლია თავი დავანებოთ ყოველდღიურ ცხოვრებას და ცოტა დრო მაინც დავუთმოთ საკუთარ თავს. ასეთი შეხვედრები საშუალებას გვაძლევს დავშორდეთ რეალობას, უბრალოდ ვისუნთქოთ და ვისაუბროთ ერთმანეთთან”, – შთაბეჭდილებებს გვიზიარებს ერთ-ერთი მონაწილე.
პროექტში მონაწილეობენ 14 წელზე უფროსი ასაკის გოგონები და ქალები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლებიდან.