სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენელის, გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 22 შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხეში, 22 – ადიგენში, 12 – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 32 – ბორჯომში, 0 – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, 6 – ასპინძაში.
როგორც მან JNEWS- ს განუცხადა, რომ საერთო ჯამში, რეგიონში 1,311 ადამიანია იზოლირებული, აქედან 402 – ახალციხეში, 115 – ახალქალაქში, 309 – ბორჯომში, 16 – ნინოწმინდაში, 159 – ასპინძაში და 310 – ადიგენში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში 67 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსული ინფექციის შედეგად დაფიქსირდა 1 გარდაცვალება: გარდაიცვალა 39 წლის კაცი ახალციხიდან. საერთო ჯამში, რეგიონში 1,332 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 30 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის 160 ადამიანის ტესტის შედეგებს ელოდებიან.