სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოში 15 თებერვლიდან 17 თებერვლამდე თოვლია მოსალოდნელი. ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შორეული სოფლების მოსახლეობას მოუწოდებს, რომლებსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ, დიდთოვლობის გამო გადაადგილების გაძნელების შესაძლებლობა წინასწარ განსაზღვრონ და გადმოვიდნენ ახალქალაქში, სადაც მათთვის სამედიცინო დახმარების მიღება მარტივი იქნება.

6 თებერვალს დიდთოვლობისა და ქარბუქის შემდეგ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც სოფლის გზები რამდენიმე დღე ზედიზედ გაუვალ მდგომარეობაში იყო, მერი მოსახლეობას სთხოვს, ვისაც ესაჭიროება წინასწარ იზრუნოს გადაადგილებაზე.

„უკვე მერამდენე ჯერია ძლიერმა თოვლმა და ქარბუქმა სოფლის გზებზე გადაადგილება დროებით შეუძლებელი გახადა. ახალქალაქის სოფლების მოსახლეობა დაგვიკავშირდა, რომლებსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ, მაგრამ ძლიერმა ქარმა და თოვლმა დასუფთავება უაზრო და შეუძლებელი გახადა. რადგან ტექნიკის გაწმენდის შემდეგ გზა რამდენიმე წუთში ისევ იკეტებოდა. ძვირფასო მცხოვრებლებო, მოუსმინეთ 112-დან მიღებულ შეტყობინებებს, თუ გჭირდებათ სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, წინასწარ გადმოდით ქალაქში, სადაც შესაძლებელია სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა“, – ამბობს მელქონ მაკარიანი.