2023 წლის სექტემბრიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში ბილინვური განათლებაა შეტანილი. ის შემდეგ საგნებში ისწავლება: ხელოვნება (II-IV კლასები), მე და საზოგადოება, ბუნებისმეტყველება (III-IV კლასები) და მათემატიკა (II-IV კლასები). სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ეს საგანმანათლებლო კონცეფცია უკმაყოფილების მიზეზი გახდა, როგორც ძირითადი საგნების მასწავლებლებისთვის, ასევე ორენოვანი მეთოდიკის. ზემოაღნიშნული საგნების სწავლებისას იმართება „შეჯიბრი“, თუ ვინ მოასწრებს დღის გეგმის შესრულებას.
Jnews-ი წარმოგიდგენთ, როგორც ჩვეულებრივი, ასევე ორენოვანი მასწავლებლების შეხედულებებს (მათ სახელებს ჩვენ სპეციალურად არ ვაქვეყნებთ გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით).
პირველი ხელმძღვანელი, ვინც ინტერვიუ მოგვცა, უკვე ორი წელია ბილინგვური განათლების პროექტით მუშაობს. ის ორ წელიწადში მიღებული შედეგებით უკმაყოფილოა, ამბობს, რომ აუცილებელია კომპლექსური მუშაობა, ხოლო ამისთვის სპეციალურად შემუშავებული სახელმძღვანელოები არ არის. უკმაყოფილება და შიში მშობლებსა და მონაწილეებს შორისაც აღინიშნება.
„თავიდან დამხმარე მასწავლებელი ვიყავი, უკვე ორი წელია ბილინგვური განათლებით „მე და საზოგადოება“ საგანს ვასწვლი, მე-3 და მე-4 კლასებში. კონკრეტულად მე რთულ სამუშაოს გავდივარ, მაგრამ ეს რატომღაც ძირითადი მასწავლებლის უკმაყოფილებას იწვევს. მშობლები არეულობის გამო ნერვიულობენ, რადგან ჩვენ ვაძლევთ ცალკე დავალებებს, ხოლო ძირითადი მასწავლებელი — ცალკე. მშობლებს ეშინიათ, რომ ამ გზით მშობლიური ენა დაიკარგება და ბავშვებს დაავიწყდებათ. ძირითადი უკმაყოფილება ამაში გამოიხატება. დატვირთულობის მხრივ ძალიან რთული არ არის“.
ისინი კომპლექსურად მუშაობენ, ამგვარად ორენოვანმა და მთავარმა ხელმძღვანელმა ერთად უნდა იმუშაონ, ორივე უნდა იყოს ჩართული სასწავლო პროცესში. რადგან ამ სამუშაოს დროს სავარჯიშოები არის, როგორც ქართულ, ასევე სომხურ ენაზე.
ის აღნიშნავს, რომ მთავარი მდგომარეობს იმაში, რომ:
„ჩვენ გვეუბებიან ყურადღება არ მიაქციოთ ლექსიკას და გრამატიკას, შეეცადეთ, რომ ბავშვი ილაპარაკოს, მაგრამ თუკი ბავშვს ეს ყველაფერი არ ეცოდინება, როგორ ისაუბრებს? ყველაზე დიდი ნაკლოვანება ის არის, რომ მათ შესაბამისად შემუშავებული მასალა არ აქვთ. ისინი ასევე ვერ გაერკვნენ,ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. სიმართლე გითხრათ, მე ვმუშაობ, ეს ჩემი სამუშაოა, მაგრამ ვერანაირ პოტენციალს ვერ ვხედავ, მაგრამ ჩემი სამუშაოსგან ისეთ დიდ კმაყოფილებას ვერ ვღებულობ, ზრდის ადგილს ვერ ვხედავ ვერც მასწავლებლისთვის, ვერც მოსწავლისთვის“.
ის ორი წლის განმავლობაში მიღებული შედეგებით კმაყოფილი არ არის.
„ამ დროის განმავლობაში ვმუშაობდი ისეთ სკოლებში, სადაც ცოტა მოსწავლეა, მაგრამ დიდ შედეგებს ვერ ვხედავ. მე სხვა სკოლების მასწავლებლებისგანაც დავინტერესდი, ისინიც ამბობენ, რომ განსაკუთრებული შედეგი არ აქვთ. ჩემი აზრით, მათი პროექტი აბსურდულია. კოპლექსური სამუშაო არის მარტივი და წარმავალია“.
მასწავლებელი, რომელიც ბილინგვური მეთოდით ასწავლის, ჩვენთან საუბარში დირექციის მხრიდან აგრესიას არ უარყოფს. ის ამბობს, რომ მშობლებიც უკმაყოფილოი არიან და სავსებით შესაძლებელია, რომ ბავშვები სხვა სკოლებში გადაიყვანონ, სადაც ორენოვანი განათლების პროექტი დანერგილი არ არის.
„აგრესია სკოლის ხელმძღვანელობის მხრიდანაც არის, რადგან ყველას ჰგონია, რომ ეს მშობლიური ენის დავიწყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მათი შიშები უსაფუძვლო არ არის, რადგან მათთან შეხვედრების დროს არაერთხელ უთხრეს, რომ მომავალში ორენოვანი განათლების პროექტში სხვა საგნების ჩართვასაც შეეცდებიან“.
სხვა მასწავლებელი ამბობს, რომ თუკი ორენოვანი განათლების პროგრამა ქართული ენის სწავლისთვის არის რეალიზებული, ეს უსაფუძვლოა, რადგან პროგრამა სრულიად ქართულ ენაზე არ არის.
„მე ჯერ ახლა დავიწყე მუშაობა, ამიტომ შედეგებზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ახალი ვარ, ხოლო სკოლის მასწავლებლები გაკვეთილის ნორმალურად ჩატარების საშუალებას არ გვაძლევენ, ისინი წინააღმდეგნი არიან. მე მე-2 და მე-3 კლასებში მათემატიკას ვასწავლი, ჩვენ გაკვეთილის ჩატარება გვიწევს, მაგრამ სახელმძღვანელოები, რომლებსაც ისინი გვიგზავნიან, მოსწავლეებს სწავლის ასეთ დონეს ვერ მისცემს, ამიტომ ჩვენ საბაზო სახელმძღვანელობითაც ვმუშაობთ. გაკვეთილის ნახევარს ჩვენ ძირითადი წიგნებით ვატარებთ, ხოლო მეორე ნახევარს — ბოლოს მიღებულით“.
ის აღნიშნავს, რომ ბავშვებს კარგი განწყობა აქვთ, რადგან მეცადინეობები თამაშის ფორმატში ტარდება, რაც მათ უფრო საინტერესოს ხდის.
ჩვენი შემდეგი თანამოსაუბრე — ძირითადი მასწავლებელია. ის ასწავლის მათემატიკას და ამბობს, რომ გაკვეთილზე მუდამ რჩება რაღაც დაუსრულებელი, თუ ის ახალ გაკვეთილს აძლევს, მას მხოლოდ საშინაო დავალების შემოწმების დრო რჩება, თუ მეორეს აკეთებს, რჩება პირველი.
„ჩემი შეხედულება ამ პროექტის შესახებ ძალიან ნეგატიურია. რადგან ბავშვები ვერ ასწრებენ, ამასთანავე ეს ჩემს გაკვეთილს ემატება — მე ვერ ვასწრებ, ოთხტომიანი სახელძღვანელო მაქვს დაგეგმილი. მე-3 კლასში მე-2 წიგის ნახევარის გავლა მოვასწარი, კიდევ ორი სახელმძღვანელო მრჩება, რომელიც მომდევნო წლის პროგრამას უნდა შეესაბამებოდეს. ერთობლივ გაკვეთილებზე მე ვერ ვასწრებ დავალებების შესრულებას ან ახალი გაკვეთილის ახსნას, ვერანაირად ვერ ვათავსებ ერთად“.
ის აღნიშნავს, რომ ორენოვანი განათლების პროექტით მოსულ მასწავლებელთან პირადული არაფერი აკავშირებს, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათ საკუთარი მოთხოვნები აქვთ, ხოლო ამათ — თავიანთი. ზუსტად ამიტომ ჩნდება უთანხმოება.
„ბავშვები მეორე მასწავლებლის წინააღმდეგნი არ არიან, ისინი ვერ ასწრებენ, ქართულად საკმაოდ ბევრს ითხოვენ, ხოლო ბავშვებმა ამდენი ჯერ არ იციან. მე-3 კლასის ბავშვისთვის 1000-მდე თვლა რთულია, ხოლო ისინი ამას ითხოვენ. ეს უფრო უარყოფით ზეგავლენას ახდენს, ვიდრე დადებითს. მე ვფიქრობ, სამინისტროში ცალკე წერილი დავწერო, თუკი პროგრამის რეალიზება სურთ, სხვა მეთოდებით გააკეთონ, რადგან ერთობლივი მეთოდით შეუძლებელია. მინდა ბავშვებს ცოდნა გადავცე, საუბარია მათემატიკაზე. სახელმძღვანელოები დაარიგეს, მთლიანად ქართულ ენაზე. ბავშვები იმედგაცრუებულები იქნებიან“.
Jnews-ი ესაუბრა სხვა მასწავლებსაც, ყველას ერთი შეხედულება აქვს – პროგრამის რეალიზება, მაგრამ არა ერთობლივად. ისევე როგორც ორენოვანი განათლების შემთხვევაში, ძირითადი მასწვალებლებიც პროგრამისგან ისეთ შედეგებს ვერ ღებულობენ, როგორც მასწავლებლებისთვის დამაკმაყოფილებელი იქნებოდა. ზოგიერთს კიდევ სამინისტროში ერთობლივი მეცადინეობების გაუქმების თხოვნით წერილის მიწერა სურს.
აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი საქართველოს განათლების და მეცნიერების 2022-2023 წლების სტრატეგიულ გეგმაშია შეტანილი.
აღნიშნულ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
სექტემბრიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში ბილინგვური განათლება იქნება დანერგილი
ბილინგვური განათლება: მზად არიან თუ არა ახალქალაქის სკოლები?