ახალქალაქის ჭავჭავაძის სახელობის №3 საჯარო სკოლა მეორე წელია რემონტდება. მასწავლებლებისა და სკოლის დირექციის ინფორმაციით, სამუშაოები ნელა მიმდინარეობს და შიშობენ, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყება, ისევ სხვა სკოლაში მოუწევთ.
ახალქალაქის ქართულ სკოლაში სარემონტო სამუშაოები კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთანავე დაიწყო. 2012 წელს ახალი, სამსართულიანი შენობა აშენდა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ შენობა საჭიროებს შეკეთებას. Jnews–მა ამ თემაზე მასალა 2017 წელს მოამზადა.
სკოლაში კარებებს საფარი მოსძვრა, მილები დაიგრიხა, სახურავიდან წვიმის წყალი ჟონავს და ფასადი გაშავდა – სარემონტო სამუშაოები ფასადიდან დაიწყო. სკოლას ხის გაფორმება მოხსნეს. შემდეგ მთლიანად ახალი გათბობის სისტემის გაყვანა დაიწყეს და, მხოლოდ, ამის შემდეგ დაიწყო შიდა კაპიტალური რემონტი, კედლებიც კი გადააადგილეს. იმავდროულად, კორონავირუსის გამო, სკოლებში გაკვეთილები 2020 წლის დასაწყისიდან არ ჩატარებულა, ყველა სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა, შემდეგ კი, ქართული სკოლის N5-ე სკოლის მოსწავლეებმა მეორე ცვლაში სიარული დაიწყეს. მასწავლებლებსა და სკოლის დირექციას ეჭვებათ, რომ სკოლაში მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაბრუნდნენ. მათი აზრით, სარემონტო სამუშაოები ძალიან ნელა მიმდინარეობს.
”არ ვიცი, როდის დაასრულებენ რემონტს. სექტემბერში უნდა დაასრულონ, მაგრამ საქმე ისე ნელა მიდის, რომ ეჭვი მეპარება სექტემბრისთვის სკოლა მოსწავლეების მისაღებად მზად იყოს. სხვა სკოლაში მთელი წელი ვსწავლობდით, მანამდე ონლაინრეჟიმში ვიყავით, როგორც ყველა სკოლა. რემონტი 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო, პანდემიის პირველი ტალღის დროს. ჩვენ გადავედით ონლაინ სწავლებაზე. მას შემდეგ ისინი მუშაობენ. სამუშაოების ტემპით კმაყოფილი არ ვართ. ხარისხს ჯერ ვერ შევაფასებთ. სარემონტო სამუშაოები გათბობის სისტემით დაიწყო, შემდეგ სექტემბერში მთელი სკოლის რეაბილიტაციაზე გადავიდა. პროექტის მიხედვით, ჯერ პირველი პროექტი უნდა დასრულებულიყო, ხოლო შემდეგ მეორე”, – აცხადებს №3-ე სკოლის დირექტორი, თამარ ოძელაშვილი.
კომპანიაში, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს, განმარტავენ, რომ სკოლის შენობა მზად იქნება დაწესებულ ვადებში, ანუ სექტემბრამდე. სკოლაში სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით ორი ტენდერი გამოცხადდა: პირველი იყო გათბობის სისტემის მოწესრიგება და შენობის გარე ნაწილებში მინის დემონტაჟი, შენობაში სითბოს შენარჩუნების მიზნით. მეორე – კაპიტალური რემონტი.
”ახალქალაქში მუშაობა არ გაიწელა, ხელშეკრულების თანახმად, სექტემბრისთვის უნდა დავასრულოთ. გარკვეული სამუშაოები, ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ყველაფერი ვადებში დასრულდება. დაგეგმილია ცვლილებებიც. ორი კონტრაქტი გაფორმდა, რომლებისთვისაც სხვადასხვა სამუშაოები დაიგეგმა. მეორე კონტრაქტის თანახმად, დაგეგმილი იყო სარემონტო სამუშაოების ჩატარება სკოლის შიგნით“, – აცხადებს კომპანია “მედმშენის” წარმომადგენელი.
სკოლის სარემონტო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის სახსრებით ხორციელდება. საქართველომ დაფინანსება სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციისგან” (NEFCO) მიიღო საზოგადოებრივი შენობების ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად და განახლებადი და ალტერნატიული ენერგეტიკული პროგრამების განსახორციელებლად. სარემონტო სამუშაოების ელექტრონული ტენდერი შპს “მედმშენმა” მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში ქართული №3-ე საჯარო სკოლა 2012 წელს სამშენებლო კომპანია “ხურომ” ააშენა. ქართული სკოლის შენობა მრავალფუნქციურია. შენობის ერთ ნაწილში არის ზურაბ ჟვანიას სახ. სახელმწიფო