საქართველოში 2024 წლის იანვარში წითელას 16 შემთხვევა უკვე დაფიქსირდა, აქედან 14 თბილისში. ექიმები მოგვიწოდებენ ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად ბავშვები ავცრათ. ახალქალაქში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა არც 2023 წლის იანვარში და არც 2023 წელს.
იმუნიზაციის ეროვნული ტექნიკური ჯგუფი წითელას შემთხვევების დეტალებს ავრცელებს. საქართველოში შემთხვევების უმრავლესობა 20-დან 40 წლამდეა. შედარებისთვის, წარმოდგენილია გასული წლის მონაცემებიც, როდესაც დაავადების მხოლოდ 26 შემთხვევა დაფიქსირდა.
იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ მდგომარეობა ჯერ არც ისე მძიმეა, მაგრამ ამაზე უნდა ვიფიქროთ მეზობელ ქვეყნებში წითელას შემთხვევების მატების გათვალისწინებით. ის მშობლებს მოუწოდებს ბავშვევს აცრა დროულად გაუკეთონ.
ჯანმრთელობის საზოგადოებრივი ცენტრი ასევე შეშფოთებულია წითელას შემთხვევების მატებით, რადგან გასული წლის განმავლობაში მილიონობით ბავშვი არ იყო აცრილი.
წითელა მიეკუთვნება საშიშ, გადამდებ, ინფექციურ დაავადებებს, რომელიც ვრცელდება ჰაერის საშუალებით, როდესაც ინფიცირებული ადამიანი ახველებს ან აცემინებს. ის ყველაზე ხშირად გვხვდება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამიტომ საქართველოში წითელას საწინააღმდეგო აცრა ორჯერ უტარდებათ: ერთი და ხუთი წლის ასაკში.
დაავადების სიმპტომები – ცხელება, ხველა, სურდო და დამახასიათებელი გამონაყარი. მოზარდებს წითელა ძალიან მძიმედ გადააქვთ.
წითელას ვაქცინაციის შემცირების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში, შემთხვევების რაოდენობა 18%-ით (2022 წელს) გაიზარდა, ხოლო ინფექციით დაღუპულთა რიცხვი 43%-ით (2021 წელთან შედარებით) გაიზარდა.
ახალქალაქში წითელას შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეს გამოწვეულია იმით, რომ წითელას ვაქცინაცია სოფლებში გეგმის მიხედვით ტარდება. ამ საკითხში ქალაქი ცოტა კოჭლობს, მაგრამ უმრავლესობის აცრის გამო არ ვრცელდება.