საქართველოში სახელმწიფო კლინიკებში სამედიცინო პერსონალის მინიმალური ხელფასი გაიზრდება, – ამის შესახებ მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. თუმცა, ახალქალაქის საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის ხელფასები ამ მატების ფარგლებში არ შეიცვლება.
ჯანდაცვის მინისტრმა განცხადებაში, კერძოდ, თქვა:
„საჯარო კლინიკებში სამედიცინო პერსონალის მინიმალური ხელფასი გაიზრდება, ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება ხელფასები ქვეყნის 17 ამბულატორიაში”.
Jnews-ი ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერს ალექსანდრე თოროიანს ესაუბრა, რათა გაერკვია, გაიზრდება თუ არა საავადმყოფოში სამედიცინო პერსონალის ხელფასი. სტაციონარში ხელფასების გაზრდა ამ დროისთვის არ არის გათვალისწინებული. ახალქალაქის საავადმყოფო კომპანია “ევექსს” ეკუთვნის და არ არის სახელმწიფო დაწესებულება, ამიტომ ხელფასის ამჟამინდელი მატება ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებას არ ეხება.
„ჩვენი საავადმყოფო მუშაობს კერძო კომპანიაში, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიცავთ ჯანდაცვის სამინისტროს მითითებებს. ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო საავადმყოფოებში მედპერსონალისთვის ხელფასების გაზრდას თუ გადაწყვეტს, ეს ჩვენზე არ იმოქმედებს. ხელფასის მატებასთან დაკავშირებით მივმართეთ ჩვენი საავადმყოფოს მფლობელებს და ეს საკითხი ჯერ კიდევ განიხილება“, – თქვა ალექსანდრე თოროიანმა.
განიხილება თუ არა კომპანია “ევექსში” მინიმალური ხელფასის გაზრდის საკითხი, Jnews-მა ამ კითხვით თავად კომპანიას მიმართა, პასუხის შინაარს, მისი მიღების შემთხვევაში მკითხველს შევატყობინებთ.