ახალქალაქის იუსტიციის სახლი ჩვეულ რეჟიმში აღარ მუშაობს, მოქალაქეთა დაშვება შეზღუდულია.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს Facebook-გვერდზე გვატყობინებენ, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყნის იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის მომსახურების სივრცეებში მოქალაქეთა დაშვება მკაცრად შეიზღუდა.
ცენტრში არ დაიშვებიან, როგორც მომსახურების მისაღებად მისული მოქალაქეების თანმხლები პირები, ასევე, ბავშვიანები.
ახალქალაქის იუსტიციის სახლის თანამშრომელმა რუბენ პალიანმა გადაწყვიტა შექმნილი ვითარების გამო, ადგილობრივებს დახმარებოდა და საკუთარი ინიციატივით კონსულტაცია გამართა. იგი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ, რადგან ახალქალაქის იუსტიციის სახლი მუშაობის უჩვეულო რეჟიმზე გადავიდა და მოსახლეობას, სხვადასხვა ინფორმაციის მისაღებად იუსტიციის სახლში აღარ მოუწიოს მისვლა, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, ერთი საათით, ან საჭიროების შემთხვევაში მეცი დროით, მოემსახურება მოქალაქეებს და ტელეფონის მეშვეობით მათ კითხვებს უპასუხებს.
მოსახლეობას შეუძლია დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 995 599 18 83 32
(Viber)` +995 599 18 83 32
ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომების მიღება იუსტიციის სახლმა მიმდინარე წლის 2 მარტიდან დაიწყო. რეგულარულად ხორციელდება მომსახურების დარბაზებისა და სამუშაო ოთახების ავეჯის ზედაპირის სპეციალური ხსნარებით დეზინფექცია. ანტიბაქტერიული ხსნარებით დღეში, რამდენჯერმე წმენდენ კარის სახელურებს, თვითმომსახურების სივრცეში არსებულ ფოტოჯიხურებსა და მომხმარებელთა მოსაცდელ სივრცეებს.
სალაროებისა და საკონსულტაციო სივრცის მიმდებარე ტერიტორიებზე მოწყობილია ხელის სადეზინფექციო კუთხეები. წინა ხაზის თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილია პირბადით, ხელთათმანითა და ხელის სადეზინფექციო ხსნარით.