დღეს, სურბ სარგისის წინა დღეს, თბილისში, ხარფუხის “სურბ სარგისის” სამლოცველოში მომლოცველობა გაიმართა.

თბილისში, 2010 წლიდან, სომხურ სამოციქულო ეკლესიაში საინტერესო ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომლის მიხედვითაც, სასულიერო პირების თანხლებით, წმინდა ეჩმიაძინის ეკლესიიდან ხარფუხის წმინდა სარგისის სამლოცველომდე რელიგიური მსვლელობა ტარდება. იქ ტარდება ლოცვა და სანთლები ინთება, რის შემდეგაც პროცესია სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში გადადის. სურბ სარგის დღესასწაულს თან ახლავს არა მხოლოდ საეკლესიო რიტუალები, არამედ ხალხური ტრადიციებიც.

axi blit

დღეს უკვე ტრადიციად ქცეული რიტუალის მიხედვით მომლოცველთა მსვლელობა ავლაბარის წმინდა ეჩმიაძინის ეკლესიის ეზოდან დაიწყო, შემდეგ წმინდა სარგისის უძველეს სამლოცველოში გადავიდა. სანთლების დანთებისა და ლოცვის შემდეგ მომლოცველთა მსვლელობა მეიდანზე მდებარე სურბ გევორგის საკათედრო ტაძრისკენ გაემართა.

axi blitt 1

17:00 საათზე საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში სურბ სარგის წინასადღესასწაულო ცერემონია გაიმართა – ახალგაზრდების კურთხევა და მარილიანი პურის დარიგება.

აღვნიშნოთ, რომ დღესასწაულის წინა ღამეს ახალგაზრდები მიირთმევენ დამარილებულ ბრტყელ პურს, რასაც სიზმარში პატარძლის ან საქმროს ნახვას უკავშირებენ.

axi blitt

ეკლესიაში ხალხმრავლობა იყო, ათობით ახალგაზრდა იყო შეკრებილი და მოუთმენლად ელოდა თავის რიგს, რომ მარილიანი ნამცხვარი აეღო, რომელიც სიზმარში მათი მეორე ნახევრის დანახვაში დაეხმარებოდა.

axi blit 2

აქვე აღვნიშნავთ, რომ ხვალ, 27 იანვარს, 11:00 საათზე, სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში ზორავარ სურბ სარგისის, მისი ვაჟის, მარტიროსისა და 14 ჯარისკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო წმინდა და უკვდავი ლიტურგია აღევლინება.