დღეს, 29 მარტს, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ვიკარიუსი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით განცხადებით გამოვიდა. მან მოსახლეობას მოუწოდა მკაცრად დაიცვან კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველა პროფილაქტიკური ზომა.

სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ვიკარიატის ხელმძღვანელმა, ნეტარ ვარდაპეტმა (არქიმანდრიტი) ტერ მაგაკია ამირიანმა მოსახლეობას მიმართა:

«ძვირფასო მოწრმუნენო,
ასეთ რთულ და გამოუვალ ვითარებაში, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით რთულ და შემაშფოთებელ დღეებს განიცდის, თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა არსებულ ვითარებას გააზრებულად მივუდგეთ იმისათვის, რომ გავუმკვლავდეთ ამ ყველაფერს და ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.

ჩვენი მამების ნათელი რწმენისა და წმინდა ეჩმიაძინის დალოცვით, ჩვენი ლოცვა სიმტკიცესა და სიძლიერეს უნდა გვინარჩუნებდეს.

ჩვენ ყველას მოგიწოდებთ მკაცრად გაითვალისწინოთ მითითებები და წესები, იზოლაციის ეს პერიოდი მიიღოთ, როგორც მონანიებისა და დამშვიდებისათვის საუკეთესო ჟამი.

ძვირფასო მორწმუნენო, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ ცხოვრების ნათელი დღეების დადგომის ვედრებით, მოდით ისევ გავერთიანდეთ ლოცვაში და უფლის კურთხევა ვეძებოთ მთელი მსოფილიოს სახელით იმისათვის, რომ ჯანმრთელობა და სოლიდარობა მალე დაეუფლოს მსოფლიოს“.