5 წლის ანნა დავთიანმა ბოლო პეიოდში პირველად მოინახულა სამლოცველო, რომელსაც ადგილობრივები “ვანქს” ან “ჭგნავორს” უწოდებენ. იქ არეულობა იყო, ყველაფერი მიმოფანტული იყო. ანა ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად იქ მოსაწესრიგებლად დაბრუნდა.


რამდენიმე დღის წინ ანნამ სამლოცველო ამ მდგომარეობაში ნახა

“ანნამ გვითხრა, მოდით დავალაგოთ. ღვთის სახლი ასე რატომ დაანგრიეს”,- ყვება ანნას მამიდა შუშან ბაღდასარიანი.

მაგრამ მაგ დროს ვერ მოახერხეს დასუფთავება, რადგან ციოდა და არც ცოცხი ჰქონდათ, არც ტილოები, არც სხვა საჭირო ნივთები დასუფთავებისთვის. დაბრუნებულებს ანნასგან გამუდმებით ესმოდათ, რომ მათ უნდა მოეწესრიგებინათ „ღვთის სახლი“. შუშანმა გადაწყვიტა მოეწყო აქცია, ამ აქციის შესახებ Instagram-ის გვერდზე გამოაცხადა და ბევრმა გამოთქვა მათთან შეერთების სურვილი. მაგრამ შუშანმა გადაწყვიტა, რომ ბევრი ადამიანი არ არის საჭირო, მათ შეიძლება ხელი შეუშალონ ერთმანეთს.

21 ოქტომბერს, როცა ამინდი გაუმჯობესდა, ანნა 3 ზრდასრულთან და კიდევ სკოლის ასაკის 3 მეგობართან ერთად “ღვთის სახლში” მოსაწესრიგებლად დაბრუნდა.

“ყველაფერი მიყრილი იყო, ბევრი რამ გატეხილი. ძალიან ბევრი გატეხილი ქანდაკების ნაწილი ეყარა, დახეული ხატი. ყველაფერი შევინარჩუნეთ, რაც მთლიანი იყო წესიერად დავალაგეთ, ხოლო გატეხილები და დახეულები მივალაგეთ და კუთხეში დავტოვეთ. ვანქიდან მხოლოდ ცელოფნები და ქაღალდი გავიტანეთ, რასაც სანთლების ამოღების შემდეგ ყრიან. ეზოც მივალაგეთ ცოტა”,- ამბობს შუშანი.

ანნას სურვილი ასრულდა, მართალია ბოლოს დაავიწყდა სურათების წაღება, რომლებიც სპეციალურად ვანქისთვის დახატა, მაგრამ ის აუცილებლად დაბრუნდება იქ.

ქალაქ ახალქალაქსა და სოფელ ბავრას შორის არსებული სალოცავი, რომელიც “ვანქის” ან “ჭგნავორის” სახელწოდებით არის ცნობილი, 2018 წელს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობათა უძრავ ძეგლად იქნა აღიარებული. სამლოცველო ადგილობრივი მოსახლეობის საყვარელი მომლოცველობის ადგილია, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი აზიანებს მას იმის ნაცვლად, რომ დაასუფთავოს, როგორც 5 წლის ანნა.