27 სექტემბერს, ქალაქ ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიის ეზოში, ღარაბაღში 44-დღიან ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ქვაჯვარის გახსნის ცერემონია შედგა.

xachqar

დილით ტაძარში მემორიალური წირვა ჩატარდა, რის შემდეგაც ქვაჯვარის კურთხევის ცერემონია დაიწყო.

ღონისძიებას საქართველოს სომხეთის საელჩოს წარმომადგენლები, სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები, ასევე ახალქალაქი-ნინოწმინდიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეგიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

hogevor hayrer

Manukyan Samvell

ქვაჯვარი სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ტერ კირაკოს ვარდაპეტ დავთიანმაადგილობრივ მღვდელმთავრებთან ერთად აკურთხა.

Hayr Surb orhnum

xachqar ocum

სიტყვით “ჯავახკი სომხების გვერდით” ფონდის დამფუძნებელი კარენ პაპიკიანი, ფონდის ნინოწმიდების განყოფილების დირექტორი ანდრანიკ კარსლიანი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და ახალქალაქის საკრებულოს წევრი სამველ პეტროსიანი გამოვიდნენ. პოეტებმა ომისადმი მიძღვნილი თავიანთი ლექსები წაიკითხეს.

Karen Papikyan

ეკლესიის ეზოში სოფლებიდან და ქალაქებიდან ჩამოსული ბევრი ხალხი შეიკრიბა. აქ იყვნენ დაღუპული ჯარისკაცების მშობლები, მეგობრები და ნათესავები.გახსნას ღარაბაღის ომის მონაწილე, ჯავახი, აშოტ ხანოიანიც  დაესწრო.

ekhegehci

ქვაჯვარის კურთხევისას წარმოდგენილი იყო ომის დროს დაღუპული ჯავახი ახალგაზრდების პორტრეტები.

zinvorneri nkarner

erexa u zinvorქვაჯვარი “ჯავახკი სომხების გვერდით” ფონდის ინიციატივით, მოსახლეობისგან შეგროვებული სახსრების გამოყენებით შეიქმნა.

გახსნის ცერემონიის შემდეგ სამხთოს მასპინძლობის ცერემონია გაიმართა.

qachqar caghik

ნინოწმინდაში, სურბ სარგისის ეკლესიაში პანაშვიდი გაიმართა, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოება სარგის აღჯოიანის საფლავზე მივიდა. ის 44-დღიანი ომისას დაიღუპას.

ყარაბაღის ომის დროს, ოფიციალური მონაცემებით, სომხური მხრიდან 3 777 ადამიანი დაიღუპა, აქედან 90 -მდე ჯავახე იყო.