წელს, სომხური სამოციქულო ეკლესიის კალენდრის მიხედვით, დიდმარხვის მიჩინკი (შუალედი) 6 მარტს ემთხვევა. სომხურ ეკლესიებში მას საზეიმოდ აღნიშნავენ და მიჩინკს უწოდებენ. საქართველოს სომეხთა ეპარქიაში, სულიერი მწყემსების თაოსნობით, მიჩინქის ცერემონია გაიმართა.
საღამოს წირვის შემდეგ შარაკანებმა გალობა დაიწყეს და ხალხური ტრადიციის მიხედვით, ავლაბარის წმინდა გევორგის საკათედრო ტაძარში და წმინდა ეჩმიაძინის ტაძარში ჯერ მიჩინქის ქადა (ბაგარჩი) აკურთხეს, რის შემდეგაც ის მორწმუნეებს დაურიგეს.
დამსწრეებს ქადით უმასპინძლდებოდნენ, მორწმუნეებს ქადის ნაჭრებში აღმოჩენილი საჩუქრები უხაროდათ და რწმენითა და ლოცვით შთაგონებულნი დიდმარხვის მეორე ნახევრის გასაგრძელებლად მოემზადნენ, სასწაულებრივი აღდგომის დღესასწაულამდე.
წელს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის დიდი მარხვა 12 თებერვალს დაიწყო, რომელიც გაგრძელდება 48 დღე, თავად ბუნ ბარეკენდანის (ყველიერის) დღიდან აღდგომამდე. დიდი მარხვა გრძელდება 40 დღე. თუმცა ორმოცდღიან მარხვას მოჰყვება კიდევ ერთი ერთკვირიანი პერიოდი – ვნების კვირეული, ამიტომ ეგრეთ წოდებული ორმოცდღიანი მარხვა რეალურად 48 დღეს გრძელდება.