ახალქალაქის მუნიციპალიტეტი მრავალი წელია სპორტულ მოედანზე ბრწყინავს. ამის ნათელი დასტურია ევროპისა და საქართველოს ჩემპიონები. ამგვარად, Jnews-ი მკითხველს ახალქალაქის გასული წლის სპორტულ მიღწევებს წარუდგენს.
ახალქალაქის სპორტულმა კომპლექსმა წელს ახალქალაქს მისცა რვა საქართვრლოს და ორი ევროპის ჩემპიონი.
2023 წელს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში რვა მოკრივე გახდა საქართველოს ჩემპიონები.
ჩვენი სპორტსმენები ასევე გახდნენ ჩემპიონები კიკბოქსინგში სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე. კრივში ორი ევროპის მოქმედი ჩემპიონი გვყავს – არტიუშ გომციანი 60 კგ წონით კატეგორიაში და გორ აივაზიანი 54 კგ წონით კატეგორიაში.
ჩვენი სპორტსმენები ბრწყინვალე შედეგებით დაბრუნდნენ ბათუმში გამართული ტურნირიდანაც. საქართველოს მოკრივეთა ნაკრებში რვა მოკრივე ჩაება. ისინი წვრთნებში 2024 წელს მიიღებენ მონაწილეობას. მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატში მოზარდები მიიღებენ მონაწილეობას, ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპისთვის კი ორ დიდ საერთაშორისო ტურნირში მოუწევთ მონაწილეობა.
ჩვენმა მოკრივეებმა ასევე მეორე და მესამე ადგილებიც დაიკავეს, რომლებიც საწვრთნელ ნაკრებშიც მონაწილეობასაც შეძლებენ. თუ პირველ ადგილზე გასულ სპორტსმენებს დაამარცხებენ, ევროპის ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლებასაც მოიპოვებენ.
ახალქალაქის სპორტული კომპლექსის დირექტორი ატომ ელიზბარიანი 2023 წელს დიდი მიღწევების წელიწადად მიიჩნევს. იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელს უკეთეს შედეგებს მივაღწევთ.
ახალქალაქის სპორტსკოლის მოსწავლეებსაც აქვთ არანაკლები გამარჯვება.
თავისუფალი სტილით ჩვენმა მოჭიდავეებმა წელს 43 მედალი მოიპოვეს, მათგან 25 საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ბრაზილიაში გამართული ახალგაზრდული ოლიმპიადიდან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ახალქალაქის სპორტული სკოლის მოსწავლე მეორე საპატიო ადგილი დაიკავა.
ფეხბურთში “აბულის” გუნდსაც ჰქონდა წარმატება. საქართველოს ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავა, აქვს 8 გამარჯვება, ამდენივე მარცხი და 4 ფრე დააფიქსირა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ჩემპიონატზე კი ფეხბურთის ახალგაზრდულმა გუნდმა (2009-2010 წლებში დაბადებული მოზარდები) მესამე ადგილი დაიკავა. მათ 6 მოგება, 5 წაგება და 1 ფრე დააფიქსირეს.
წელი წარმატებული იყო ჩვენი კარატისტებისთვისაც, ისინი მონაწილეობდნენ სხვადასხვა ტურნირებში. 9-ჯერ პირველი ადგილი, 3-ჯერ მეორე ადგილი და 15-ჯერ მესამე ადგილი დაიკავეს.
პანსომხურ თამაშებში მონაწილეობა მიიღეს სპორტული სკოლის ფეხბურთის, ფრენბურთის და მაგიდის ჩოგბურთის გუნდებმა.
გასულ წელს დადებითად აფასებს სპორტული სკოლის დირექტორი არამ სუქიასიანიც.